“ნაპოლის” ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა არ აქვს და „კრემონეზესთან“ ჩანიშნულ შეხვედრას არ გამოტოვებს – ინფორმაციას იტალიური გამოცემა, Calciomercato ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას, პიოტრ ზელინსკისა და ჯოვანი დი ლორენცოს ტესტები ჩაუტარდათ და ტრავმები გამოირიცხა. შესაბამისად, ჩანიშნული მატჩის გამოტოვება არც ერთ მათგანს მოელის.