რა რეგულაციები უნდა აამოქმედონ სილამაზის სალონებმა 8 ივნისიდან იმისათვის, რომ მომხმარებლების მომსახურება შეძლონ. დადგენილ რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს საქართველოს სალონების ფედერაცია აქვეყნებს.
„გთავაზობთ იმ წესების ჩამონათვალს მარტივად, რომელიც გაწერილია ბრძანებებში.
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის რომ უნდა შეიძინოთ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები. ნიღბები და ხელთათმანები ისედაც მოიპოვებოდა სალონებში.
ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები.
კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო სხნარით, რომელიც იქვე გექნებათ მოთავსებული. აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში.
ხელოსნებს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი.
მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი) ხელთათმანი.
ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი.
ვისაც გრძელი თმა აქვს(ხელოსნებს), უნდა დაიმაგრონ.
აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება.
დამლაგებელმა ხშირად უნდა წმინდოს იატაკი სადეზიფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები, ყოველი მომხმარებლის შემდეგ.
სილამაზის სალონების მფლობელებმა აუცილებელია შეავსოთ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითოთ სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც თქვენი თანამშრომლები დადიან.
ადმინისტრატორებმა ყოველი საუბრის შემდეგ ტელეფონი სადიზენფიქსაციო ხსნარით უნდა გაწმინდონ“, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.