საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი შვიდით გაიზარდა. განიკურნა 156, ვირუსი კი 497-ს დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ განახლდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.