საქართველოში, კორონავირუსის მკურნალობის პროცესში ოზონოთერაპია პირველად ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ გამოიყენეს. ოზონოთერაპიით მკურნალობისთვის კლინიკამ ლადო თალაკვაძე მოიწვია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი და საქართველოს ოზონოთერაპევტთა ასოციაციის თავმჯდომარეა. ლადო თალაკვაძე ოზონოთერაპიის მნიშვნელობასა და მეთოდებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს.
ბატონო ლადო, ოზონოთერაპია რამდენად აპრობირებულია მეთოდია Covid-19-ის წინააღმდეგ მკურნალობისას და რომელმა ქვეყნებმა მიმართეს ამ მეთოდით მკურნალობას პანდემიის დროს?
ოზონს ახასიათებს ანტივირუსული, ანტიმიკრობული მოქმედება, ჩვენ კი საკმაო გამოცდილება ამ მეთოდით ვუმკურნალოთ პაციენტებს, რომლებსაც მიკრობული პრობლემები აქვთ… ანტივირუსული მოქმედება რახან აქვს, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ კორონავირუსზეც უნდა ემუშავა წესით და დავიწყეთ „მედალფას“ კლინიკაში ამ მეთოდის გამოყენება. თვითონ კლინიკა გამოგვეხმაურა და ამიტომ ჩამოვედი და დავიწყეთ მკურნალობა.
საქართველოში „მედალფა“ გარდა სხვა არცერთ კლინიკას არ გამოუყენებია ოზონოთერაპია მკურნალობისას?
არა, ჯერჯერობით მხოლოდ „მედალფაში“ გაკეთდა. თბილისში როცა ჩავალ, ალბათ სხვა კლინიკებსაც მივეხმარებით.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ თქვა, 4 პაციენტს უმკურნალეთ ამ მეთოდით. რა ნიშნით შეარჩიეთ ეს პაციენტები?
ერთი პაციენტი იყო მსუბუქი, ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია – არა, დანარჩენ 3 პაციენტს ჰქონდა პნევმონია. განსხვავება ის იყო, რომ იქ ტიპიური მკურნალობა მიდიოდა.
იმ პაციენტთან, ვისაც ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია არა, ოზონოთერაპიით მკურნალობის შემდეგ არ განვითარებულა პნევმონია, რადგან დროულად დაისვა დიაგნოზი. დანარჩენ პაციენტებთან პნევმონია დადასტურებული იყო. ეფექტი ოთხივე პაციენტთან ჰქონდა, თუმცა გააჩნია რა სტადიაა, რა მდგომარეობა აქვს პაციენტს, ასაკსაც აქვს მნიშვნელობა. კარგი ის მოხდა, რომ თუ სხვა შემთხვევებში 14-18 დღე ან უფრო მეტი გჭირდება განკურნებისთვის, ოზონოთერაპიის გამოყენების დროს ეს ვადა 8-9 დღით შემცირდა. ჯერჯერობით, ეს ეფექტი ვნახეთ.
როგორც ვიცით, „მედალფაში“ 30-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, ისინი ჩაერთვებიან ოზონოთერაპიით მკურნალობაში? რა არის ამისთვის საჭირო, დამატებითი კვლევები?
ამას მე არ ვწყვეტ, ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს. სიტყვა „საცდელი“ არ მინდა გამოვიყენო, ყოველ შემთხვევაში, სხვა პაციენტებთანაც შეიძლებოდა ალბათ გამოგვეყენებინა. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ასე სჯობდა ალბათ თავიდან. უცნობი ვირუსია და ამიტომ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. გააგრძელეთ კითხვა…