კორონავირუსით განკურნებულთა რაოდენობა 111-ით გაიზარდა. ინფორმაციას სამთავრობო საიტი stopcov.ge ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 5 223 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 584. ვირუსისგან სრულად განიკურნა 107 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.