პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 21 აპრილამდე იკრძალება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
„საერთო ჯამში დღევანდელი მონაცემებით გვაქვს ინფიცირების 348 დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში დაწყებულია აქტიური შიდა გადაცემების ფაქტები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან.
მთავრობამ დროულად მიიღო ზომები, რათა შეეჩერებინა კოვიდ 19 გავრცელება. ოთხ დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა. სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციების მიუხედავად, რომ დავრჩეთ სახლში, მოძრაობა ინტენსიური რჩება. თანამედროვე მსოფლიოში უფრო ეფექტიური გზა არაა, ვიდრე სოციალური დისტანციის დაცვაა.
მთავრობა მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში. ვიღებთ გადაწყვეტილებას ზომების კიდევ უფრო გამკაცრებაზე. ხვალ 17 აპრილს დღის 12 საათიდან 21 აპირილს ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე. სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.