შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“გარდაიცვალა ემიგრანტი ნოდარ ყიფიანი მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა უცხო მიწაზე…
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.
ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო.
მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
ქართველი ემიგრანტი გერმანის ქალაქ აახენში მცხოვრები ნოდარი ყიფიანი. 26.04.1982 წელს დაბადებული სახლში იპოვეს გარდაცვლილი გულის შეტევით ,ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა საქართველოში,ოჯახს არ აქვს სახსრები მის გადმოსასვენებლად ჭირდება დახმარება იყო გერმანის მოქალაქე .
IE10AIBK93104794350080 მიმღები ;ძმა- რატი ყიფიანი rati_kipiani@hotmail.com
ეს მისი ძმის ანგარიშიაა და მაილი ,ანგარიში ირლანდისაა”, – წერს სიხარულიძე.