Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

გახარია: მივაკითხავთ ყველა კომპანიას, რომელმაც დასაქმებულს რამდენიმე თვის ანაზღაურება არ გადაუხადა

April 14, 2020
გახარია: მივაკითხავთ ყველა კომპანიას, რომელმაც დასაქმებულს რამდენიმე თვის ანაზღაურება არ გადაუხადა

იმ კომპანიებმა, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და გარდა იმისა, რომ შეენარჩუნებინათ, 1-2 თვის ანაზღაურება რაც უნდა გადაეხადათ და არ გადაუხადეს, ამათ ყველას მივაკითხავთ. დარწმუნებული იყავით იმიტომ, რომ დღეს კრიზისია და ამის დრო არც ჩვენ გვაქვს, არც ამ კომპანიებს, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ბიზნესმა ისევე როგორც სახელმწიფომ უნდა იკისროს ვალდებულება უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე.

„კომპანიებს გარდა იმისა, რომ ვალდებულება აქვთ სახელმწიფოს ფული სთხოვონ, იგივე ვალდებულება აქვთ დასაქმებული ადამიანების მიმართ. როდესაც ადამიანს კრიზისის გამო სამსახურიდან უშვებ, კომპანიას აქვს პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანს შესაბამისი თანხა გადაუხადოს. ეს ყველას კარგად ახსოვდეს. გადაივლის ეს კრიზისი და მერე ყველას მივხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველას კარგად გვესმის, ახლა არის ის მომენტი როდესაც ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. სახელმწიფო არ არის ერთადერთი, ვინც სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იკისროს“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 4 ივნისიდან პირადობის მოწმობები იცვლება – სავალდებულოა თუ არა ძველი მოწმობის ახლით ჩანაცვლება?
  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?
  • საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურაში – რა სიახლეებია უწყებაში?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge