Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ვიცით უკრაინის კონტრიერიშზე ხარკოვის ოლქში ამ დროისთვის

September 9, 2022
რა ვიცით უკრაინის კონტრიერიშზე ხარკოვის ოლქში ამ დროისთვის

გასულ დღეებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის ფრონტზე, კერძოდ კი იზიუმის მიმართულებით წამოწყებული კონტიერიში წარმატებით მიმდინარეობს.

ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, იერიშის დაწყების შემდეგ უკრაინელმა მებრძოლებმა წინ 50 კილომეტრით წაიწიეს. მათ შორის გათავისუფლებულია ქალაქი ბალაკლია და სტრატეგიული მდებარეობის მქონე სოფელი შევჩენკო.

9 სექტემბერს უკრაინულ და რუსულ ტელეგრამ არხებში გავრცელდა ფოტო, რომელზეც უკრაინელი მებრძოლები ქალაქ კუპიანსკის შესასვლელთან დგანან. ჯერჯერობით არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს არ დაუდუსტურებია, რომ უკრაინული დაჯგუფებები კუპიანსკში შევიდნენ.

“კუპიანსკის რაიონში შესვლა ვერცერთმა დივერსიულ-ტერორისტულმა დაჯგუფებამ ვერ შეძლო”,- წერს რია ნოვოსტი.

კუპიანსკი ამ რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, სწორედ კუპიანსკზე გადის ოკუპანტების იზიუმის დაჯგუფების მომარაგების მომარაგების უკანასკნელი სახმელეთო ხაზი.

ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებნულ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქს სავარაუდოდ მომდევნო 72 საათის განმავლობაში დაიკავებენ.

უკრაინის იერიშის გაშლის ფონზე, რუსეთის მიერ დასმულმა ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კუპიანსკში, იზიუმსა და ველიკი ბურლაკში ევაკუაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

ოკუპანტების მიერ ორგანიზებული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ რუსეთის არმიამ დაკარგა კონტროლი რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე მათ შორის ბალაკლიასა და სოფელ შევჩენკოზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხარკოვის ფრონტზე უკრაინელების მიერ წამოწყებული შეტევის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

გენერალ კონაშენკოვის დღევანდელ მიმოხილვაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტობინებოდა ჩუგუევის რაიონში განადგურებული სარაკეტო და საარტილერიო საწყობების შესახებ. გარდა ამისა ოკუპანტების მიმართულებით მათ HIMARS-ის ერთი დანადგარიც გაანადგურეს.

ხარკოვის ფრონტზე შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი იგორ სტრელკოვი – მისი თქმით, თუ კი უახლოეს 48 საათში რუსეთის არმიამ ვერ შეძლო კონტიერიშზე გადასვლა იზიუმის დაჯგუფება ოპერატიულ ალყაში მოჰყვება და მათ ქალაქიდან გასვლა მოუწევთ.

 

 

 

 

წყარო: https://realpolitika.ge/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყველაზე ცუდი პროგნოზი ახდა” – კოტე კემულარია
  • საპატრიარქო ილია მეორის მისალოც წერილს ავრცელებს
  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან „ევროპის მოედნის“ მიმართულებით მსვლელობა დაიწყო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge