Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ანდერძი დატოვა, რომ მისი საფლავი სამშობლოში ყოფილიყო ” – ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა, რომელიც მაისში ამერიკაში გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოასვენეს

September 9, 2022
“ანდერძი დატოვა, რომ მისი საფლავი სამშობლოში ყოფილიყო ” – ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა, რომელიც მაისში ამერიკაში გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოასვენეს

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, 48 წლის ასაკ­ში ამე­რი­კა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი დე­ვიდ და­თუ­ნა გარ­და­იც­ვა­ლა… რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ხე­ლო­ვა­ნის ან­დერ­ძი იყო, სამ­შობ­ლო­ში და­ე­საფ­ლა­ვე­ბი­ნათ. მისი ნეშ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­დამ ჩა­მო­ას­ვე­ნა და კვი­რას, სამ სა­ათ­ზე მა­ხ­ა­თას მთა­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ბოლო წლებ­ში ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზიც ეს და­ა­ვა­დე­ბა გახ­და.

ახ­ლობ­ლის თქმით, გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და: ხერ­ხემ­ლის მა­ლე­ბი და­ე­შა­ლა და ოთხი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, მაგ­რამ მა­ინც და­დი­ო­და, სა­ში­ნელ ტკი­ვი­ლებს არ იმ­ჩნევ­და…

დე­ვიდ და­თუ­ნამ ბავ­შვო­ბა მოს­კოვ­ში გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ რუ­სეთ­ში გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბა­ზე არას­დროს უსა­უბ­რია… 21 წლის იყო, ნიუ-იორკში რომ ჩა­ვი­და (1999 წელს). ამე­რი­კას ემად­ლი­ე­რე­ბო­და, ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის უდი­დე­სი რე­სურ­სის ქვე­ყა­ნა­აო, ამ­ბობ­და, თუმ­ცა გული სულ სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მო­უ­წევ­და. სამ­შობ­ლოს მო­ნატ­რე­ბის ნოს­ტალ­გია ეძა­ლე­ბო­და და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს თვალს აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებ­და.

არა­სო­დეს მდგა­რა რო­მე­ლი­მე მთავ­რო­ბის გვერ­დით, ხალ­ხთან ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებ­და…დე­ვიდ და­თუ­ნამ ურ­თუ­ლე­სი ცხოვ­რე­ბა გან­ვლო, ამე­რი­კა­ში თავი რომ და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად სათ­ვა­ლის ლინ­ზებს ამუ­შა­ვებ­და და სათ­ვა­ლე­ებს უკე­თებ­და ხალ­ხს. აქე­დან გაჩ­ნდა იდეა მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის – “მი­ლი­ო­ნი სხვა­დას­ხვა თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სამ­ყა­რო”.

"ანდერძი დატოვა, რომ მისი საფლავი სამშობლოში ყოფილიყო " - ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა, რომელიც მაისში ამერიკაში გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოასვენეს

2011 წელს SCOPE-ის ხე­ლოვ­ნე­ბის შო­უ­ზე, მა­ი­ა­მი­ში, და­თუ­ნას ნა­მუ­შე­ვა­რი “სტივ ჯობ­სი/ აინ რენ-დი” 210.000 აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და და ის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ყი­დულ ნა­მუ­შევ­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ამ­ჟა­მა­დაც ამე­რი­კა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვან­თა ნა­მუ­შევ­რებს შო­რის მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყვე­ლა­ზე ძვი­რად იყი­დე­ბა. დე­ვიდ და­თუ­ნამ ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ ფა­შის­ტუ­რი უწო­და პუ­ტი­ნის რე­ჟიმს, ხოლო მოს­კოვ­ში, წი­თელ მო­ე­დან­ზე, წარ­მო­ად­გი­ნა პუ­ტი­ნი­სა და ნი­კო­ლოზ მე­ო­რის პორ­ტრე­ტე­ბის ინ­სტა­ლა­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით “ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კრა­ხი”.

ეს იყო ნი­კო­ლო­ზი­სა და პუ­ტი­ნის ინ­სტა­ლა­ცია. ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კრა­ხი ნი­კო­ლოზ­მა და­ი­წყო და პუ­ტი­ნი ას­რუ­ლებ­სო… ეს რო­მა­ნო­ვე­ბის დი­ნას­ტი­ის 400 წლის­თავს და­ამ­თხვია და იმის თქმა უნ­დო­და, 400 წელი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლაო… ამის შემ­დეგ რუ­სეთ­ში ჩას­ვლაც კი აეკ­რძა­ლა…

"ანდერძი დატოვა, რომ მისი საფლავი სამშობლოში ყოფილიყო " - ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა, რომელიც მაისში ამერიკაში გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოასვენეს

ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გან­სა­კუთ­რე­ბით 2019 წელს მო­ექ­ცა, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი მხატ­ვრის გა­მო­ტა­ნი­ლი 120.000-დო­ლა­რი­ა­ნი ბა­ნა­ნი შე­ჭა­მა. ბა­ნა­ნი მუ­ზე­უმ­ში კე­დელ­ზე წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი და დე­ვიდ და­თუ­ნამ ის დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის თვალ­წინ ჩა­მოხ­სნა.

“ნიუ-იორკ თა­იმსთან” სა­უბ­რი­სას ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ამ­ბობ­და: “მე შე­მიძ­ლია შევ­ჭა­მო ბა­ნა­ნიც და ბა­ნა­ნის კონ­ცეფ­ცი­აც, ვი­ნა­ი­დან ხე­ლო­ვა­ნი ვარ”.

"ანდერძი დატოვა, რომ მისი საფლავი სამშობლოში ყოფილიყო " - ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა, რომელიც მაისში ამერიკაში გარდაიცვალა, საქართველოში ჩამოასვენეს

2013 წელს და­თუ­ნა გახ­და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მხატ­ვა­რი, რო­მელ­მაც Google-ის სათ­ვა­ლე თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბას და­უ­კავ­ში­რა. მისი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, Google-ის სათ­ვა­ლეს­თან ერ­თად ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნა­მუ­შე­ვარს უყუ­რებს, ახალ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ხვდე­ბა. კი­დევ ბევ­რი ისე­თი პრო­ექ­ტი ჰქონ­და: 2012 წელს ნა­სას წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მუ­შა­ობ­და და ჰქონ­და პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით უამ­რავ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო თა­ვი­სი მე­სი­ჯი, ნა­ხა­ტი, ცეკ­ვა კოს­მოს­ში გა­ეგ­ზავ­ნა. სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია იყო, კაფ­სუ­ლა­ში მოგ­როვ­დე­ბო­და და კოს­მოს­ში დარ­ჩე­ბო­და შემ­დგო­მი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­თვის, მაგ­რამ ვე­ღარ მო­ას­წრო…

ნუცა შან­ში­აშ­ვი­ლი:

– დე­ი­ვიდ და­თუ­ნა, გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი გა­მაც­ნო ჩემ­მა ახლო მე­გო­ბარ­მა, ცნო­ბილ­მა მხატ­ვარ­მა, ნა­ტა­ლია კლდი­აშ­ვილ­მა! მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი არა­ერ­თხელ გად­მო­უგ­ზავ­ნია ნა­ტა­ლი­ას ჩემ­თვის და ყო­ველ­თვის ვრჩე­ბო­დი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დე­ვი­დის არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ხედ­ვით, მისი ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბით და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბით! მას­თან ასე­ვე დავ­მე­გობ­რდი და ძა­ლი­ან დიდი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ცდა იყო შე­ტყო­ბი­ნე­ბა იმი­სა, რომ დე­ვი­დი გარ­და­იც­ვა­ლა! მისი სა­ხე­ლი დარ­ჩე­ბა მა­რა­დი­უ­ლად ხე­ლოვ­ნე­ბა­ში!

მე ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ ნა­ტა­ლი­ა­სი, რომ მან მო­აგ­ვა­რა და მო­ა­ხერ­ხა მისი გად­მოს­ვე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლის ახალ პან­თე­ონ­ში! მქონ­და დიდი პა­ტი­ვი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი დე­ვი­დის მე­გო­ბა­რი და ახ­ლაც მი­ჭირს იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ ის აღარ არის, მაგ­რამ ვი­წყნა­რებ თავს იმით, რომ მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი უკ­ვდა­ვია! და მად­ლო­ბა მას თა­ვი­სი სი­თა­მა­მი­სათ­ვის და ექ­სპრე­სი­უ­ლო­ბი­სათ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში!

წყარო: Ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ ეს უნდა იცოდეთ
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე?
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge