Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსისტი, რომელმაც პუტინისტი რუსები გომბორზე დატოვა – ადვოკატი

September 8, 2022
მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსისტი, რომელმაც პუტინისტი რუსები გომბორზე დატოვა – ადვოკატი

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად, 12-ით 0-ის წინააღმდეგ, უდანაშაულოდ ცნეს რუსეთის ორი მოქალაქის მიმართ ეთნიკური ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი – ამირან ბოკუჩავა.

ბრალდებულს სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

“ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ რუსებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა არ არის დანაშაული. მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს, ჩვენ დღეს, ხალხის სახელით დავამარცხეთ რუსული იმპერიალიზმი” – წერს ჩომახაშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლს რუსეთის მოქალაქეები თბილისის აეროპორტიდან მიჰყავდა და მას მგზავრებმა უკრაინული მუსიკის ჩართვა აუკრძალეს. ამის შემდეგ, ამირან ბოკუჩავამ ისინი გომბორზე წაიყვანა და იქ დატოვა.

“რუსები სასამართლოს ატყუებდნენ, ძალით წაგვიყვანაო, რეალურად ძალით არ წაუყვანია – მოატყუა და უთხრა, გომბორიდან წადით ფეხით სასტუმროშიო, გაბრაზდნენ და უჩივლეს. რეალურად, რუსებმა როგორც სჩვევიათ, დაამცირეს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ბრალდება ამბობდა, რომ უკრაინული მუსიკის რუსებისთვის სპეციალურად ჩართვა დისკრიმინაციააო. ნაფიცმა მსაჯულებმა ჩათვალეს, რომ ეს არ იყო არც დისკიმინაცია და არც თავისუფლების აღკვეთა” – განმარტავს ადვოკატი Facebook-ზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ ჩვენი სინდისის პატიმრების გათავისუფლების ხაზზე!”- რატი ამაღლობელმა აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა
  • 🎥რა ხდება ამ წუთებში “ევროპის მოედანზე”, სადაც აქცია ლოზუნგით: “ძალა ევროპაშია” მიმდინარეობს
  • ევროპული მარშის მონაწილეებზე, სავარაუდოდ, მიგზავნილმა ტიტუშკამ თავდასხმა სცადა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge