გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში მშობიარე ქალი გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი , დაახლოებით, 30 წლის ქალი, კლინიკაში ოჯახის წევრებმა შეიყვანეს.
ექიმები განმარტავენ, რომ თავდაპირველად ნაყოფი დაიღუპა. ოპერაციის შემდეგ კი, მშობიარეც გარდაიცვალა. იგი ადიგენის მინიციპალიტეტიდან იყო. გურჯაანის სამშობიაროში აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა. მან ექიმებს მას შემდეგ მიმართა, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო. თუმცა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.
ცხედარი ექსპერტიზაზე, სამხარაულის სახელობის გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარ ფაქტზე შესაბამისმა უწყებამ მოკვლევა დაიწყო. ქალს სამი შვილი დარჩა. მეუღლე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშაობდა და ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
წყარო: gurjaanitv.com