ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ გელათში მოკლული მინდია მაწკეპლაძის ოჯახი ითხოვს მინდიას საპატივცემულოდ ქუჩას მისი სახელი ეწოდოს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იმერეთის ხმა ავრცელებს.
“რამდენი ხანი უნდა გავიდეს,რომ ეს ადამიანი დაივიწყოს ვინმემ ან რაიონმა ან ქვეყანამ?!
ოჯახის სურვილია,რომ გელათში, იქ, სადაც მინდია ცხოვრობდა, გაკეთდეს მისი სახელობის ქუჩა, წყარო, ჯვარი ან ნებისმიერი რამ, რაც მინდიას თავს ხშირად გაგვახსენებს.
ვინც ეთანხმებით,აუცილებლად გააზიარეთ, რათა ტყიბულის მერიამდე მივიტანოთ ეს ძალიან კარგი იდეა და დაიწყოს მოლაპარაკებები მაჟორიტარ დეპუტატსა და ოჯახის წევრებს შორის”, – ნათქვამია ტექსტში.
ცნობისთვის, 35 წლის მამაკაცი მამის და არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს.