Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“ქართველი კალათბურთელები და დაცვის თანამშრომლები თავს დაგვესხნენ” – თურქეთის ნაკრების მწვრთნელი

September 4, 2022
“ქართველი კალათბურთელები და დაცვის თანამშრომლები თავს დაგვესხნენ” – თურქეთის ნაკრების მწვრთნელი

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ერგინ ათამანის თანაშემწემ ჰაკან დემირმა პრესკონფერენციაზე სკანდალური განცხადებები გააკეთა.

როგორც მან თქვა, გასახდელში ფურქან ქორქმაზს თავს ქართველი კალათბურთელები და დარბაზის დაცვის თანამშრომლები დაესხნენ. ამასთან, მისი თქმით, მატჩი 22 წამით ნაკლებ ხანს გაგრძელდა და ორივე საკითხზე ისინი ბრძოლას აპირებენ.

„დღეს ქართველმა კალათბურთელებმა და დარბაზში დაცვის რამდენიმე თანამშრომელმა უპატივცემულობა გამოიჩინეს. ჩვენ ყველა კამერის ჩანაწერს შევამოწმებთ. აქ კალათბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და არა სხვა რამისთვის. ასე რომ, ყველაფერი მოედანზე უნდა ხდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, მოედნის გარეთ დიდი სკანდალი მოხდა. სპორტის სულისკვეთებას ასეთი რამ არ უხდება. დღეს კალათბურთის თამაში უნდა გამართულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, რაც მოხდა, კალათბურთს გასცდა. საქართველოში კიდევ ორი ​​თამაში გვაქვს დარჩენილი, სამწუხაროდ, რაც დღეს დარბაზის დერეფნებში მოხდა, სპორტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა. უფრო ჯენტლმენურ მოპყრობას ველოდით, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

ჩვენ აქ ჩამოვედით როგორც ძმები, ეს ქვეყანა თავად ავირჩიეთ, მაგრამ სხვა რამ მივიღეთ. მოედანზე გაიმართა კალათბურთის თამაში ორი ოვერტაიმით. ხან ჩვენ და ხან საქართველო კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი კალათბურთელი ფურკან კორკმაზი დისკვალიფიცირდა, დარბაზის გვირაბში მოწინააღმდეგე გუნდის 3 მოთამაშე თავს დაესხა, დაცვის თანამშრომლებთან ერთად. ჩვენ აქ მატჩების სათამაშოდ მოვედით და არა კრივისთვის. ამიტომ, ჩვენ ძალიან გვაწუხებს დღეს არსებული უსაფრთხოების სისუსტე. ჩვენც მივყვებით ამ საკითხს.

გარდა ამისა, მატჩი 22 წამით ნაკლები ჩატარდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ის, რომ ეს არის არა 1-2 წამი, არამედ 22 წამი, გვაფიქრებინებს, რომ საქმე უბრალოდ შეცდომასთან არ გვაქვს. ამასაც მივყვებით. დიახ, დღეს მოედანზე მოთამაშეებს შორის იყო დაძაბულობა, მაგრამ იმასთან შეგუება, რაც შემდეგ მოხდა, შეუძლებელია. მოთამაშეებს შეუძლიათ ერთმანეთთან დაძაბულობა მოედანზე ჰქონდეთ, მაგრამ ისინი მეგობრები არიან მოედნის გარეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ინციდენტში დაცვის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, საქართველომ დამსახურებულად მოიგო მატჩი და ეს პრობლემა არ არის, მეც ვულოცავ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია რა მოხდა დერეფანში“, – თქვა ჰაკან დემირმა.

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ომერ ონანი საერთოდაც ჩემპიონატის დატოვებით იმუქრება: „თუ კამერების ჩანაწერს არ მოგვაწოდებენ, ტურნირს დავტოვებთ!“, – თქვა მან ფიბასთან მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთის ნაკრები ოვერ-ტაიმში 88:83 დაამარცხა.

წყარო: worldsport.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 1500, 3000 და 4500 ლარი – ნახეთ, ვინ მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას
  • განადგურდა ერთწლიანი კულტურა და ნარგავები – ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge