ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“მარადონა კი კაია, მარა ჩემი აზრით კვარას როლ მოდელი, როგორც სპორტსმენის, უნდა იყოს კრისტიანო რონალდო – თავით თამაში უნდა ისწავლოს და ჯარიმების დარტყმა, სისწრაფე უნდა აიყვანოს შესაძლებლობის მაქსიმუმზე – კრისტიანო (მე კი არ მიყვარს დიდად, მარა არასაფეხბურთო მიზეზებით:) მაგალითად ჰუსეინ ბოლტთან ჩავიდა სირბილის ვარჯიშების დასახვეწად და დარტყმებში რაგბისტ ვილკინსონთანაც ვარჯიშობდა:
აი მერე გახდება მონსტრი გოლების მანქანა”, – წერს მიშა მშვილდაძე.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ “ნაპოლი-ს” გუნდში 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
![“[კვარამ]თავით თამაში უნდა ისწავლოს და ჯარიმების დარტყმა” – მშვილდაძე კვარაცხელიაზე](https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2022/09/B7CB9E92-10ED-44CF-B5F4-048B1249E8FA-1140x601.jpeg)