Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ და არ ჩამქოლოთ” – რას წერს მამუკა გამყრელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

September 4, 2022
“ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ და არ ჩამქოლოთ” – რას წერს მამუკა გამყრელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ორიოდე სიტყვით კვარაცხელიაზე, – პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, მამუკა გამყრელიძე, “ნაპოლი-ს” ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ვინაიდან ვერ ვარ ფეხბურთის კარგი მცოდნე, უბრალოდ ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ და არ ჩამქოლოთ.
ეს ახალგაზრდა განეკუთვნება იმ მოთამაშეების რიგს, რომლებსაც ე.წ. “აპასნი” ფეხბურთელებად მოიხსენიებენ. შეიძლება უაზროდ ირბინოს, უშედეგოდ იფაფხუროს რაღაც დროის განმავლობაში და მერე წამის მეათედებში აფეთქდეს, გაიტანოს გოლი ან გააკეთოს საგოლე გადაცემა. ბურთის მიღებისთანავე იწყებს რაღაც მამაძაღლობაზე ფიქრს და აბნევს მეტოქეს. გუშინ აშკარად გამოჩნდა, რომ მანაც და სპალეტიმაც წინა თამაშიდან, პერსონალურ მეურვეობაზე სწორი დასკვნები გამოიტანეს.

და მაინც მგონია, რომ მარცხენა ფლანგზე შემტევის პოზიცია მისთვის ერთგვარი ფრთების შეჭრაა. კი, იქ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ მისი საუცხოოდ დაყენებული შორი დარტყმა და საოცრად რბილი და შემოქმედებითი პასები IMHO მოითხოვს არეალის გაზრდას. მე მას ცენტრში უფრო ვხედავ. აი, გუშინაც მისი გოლიც და საგოლე მომენტებიც მან ცენტრიდან განახორციელა. სივრცე სჭირდება და შესაძლებელია ამპლუას შეცვლაც. მე მას მესის ტიპის უნივერსალურ შემტევად მოვისაზრებ.

ცხადია ეს ჩემი, სრულიად არაპროფესიული ხედვაა და არ დამძრახონ ფეხბურთის მოყვარულებმა”, – წერს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ “ნაპოლი-ში” გადასვლის შემდეგ, უკვე მე-4 გოლის გატანა შეძლო.

მას ზედმეტსახელად “კვარადონას” უწოდებენ და იტალიელები სიმღერებს უძღვნიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • განადგურდა თუ არა ირანის ბურთვული ობიექტები? – რას აცხადებენ ირანული და ამერიკული მხარეები?
  • “ქვეყანაში რუსულენოვანი სკოლები დაიხურება, ხოლო რუსულ ენას სასკოლო პროგრამიდან საერთოდ ამოიღებენ” – აზერბაიჯანული მედია
  • „წამებით მაიძულებდნენ ამის გაკეთებას…” – რას ამბობს თბილისის აეროპორტში დაკავებული დიდი ბრიტანეთის მოქალაქე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge