“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას მამა ანზორ მელია მანანა არჩვაძე-გამსახურდიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“კი ხარ ბიოლოგიური დედა, მაგრამ ცოტნეს მტერი ხარ! რა დამავიწყებს იმ დღეებს, როცა ჩემი კლინიკა ალყაში გყავდა, რატომ გასინჯე ცოტნეო. ყველაფრის მკადრებელი ქალი ხართ!”, – წერს ანზორ მელია.
ცნობისთვის, გამსახურდიების ოჯახში დაპირისპირებაა. ცოტნე გამსახურდიას და მის მეუღლეს, მანანა არჩვაძე-გამსახურდია კოლხურ კოშკში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.
საგულისხმოა, რომ უცხოელი ექიმების დასკვნის საფუძველზე ცოტნეს რეაბილიტაციისთვის მშობლიურ სახლში დაბრუნება ესაჭიროება.
წყარო: “პალიტრავიდეო”