Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოტყუებით ტყეში წაიყვანა, სცემა და…” – რა ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკოსის დაღუპულ შვილზე

September 3, 2022
“მოტყუებით ტყეში წაიყვანა, სცემა და…” – რა ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკოსის დაღუპულ შვილზე

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, 31 წლის ლიკა დი­ლევ­სკა­იას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, რომელიც “თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის” ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, სო­ფიო მა­მარ­დაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზად თრომ­ბო ემ­ბო­ლი­ა დასახელდა, თუმცა, მოგვიანებით, მისმა მეგობრებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ლი­კას ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა ყო­ფილ ქმარ­თან, გი­ორ­გი ახვლე­დი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

“ახალ­გაზ­რდა ქალი, ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი, სა­ღა­მოს, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის შემ­დეგ და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი და ნა­ცე­მი მო­ვი­და ოფის­ში და ეს ფაქ­ტი ნახა კი­დევ სამ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა. სცე­მა ე.წ. შეყ­ვა­რე­ბულ­მა, რო­მე­ლიც გახ­ლავთ 32 წლის გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი და რო­მე­ლიც იმუქ­რე­ბა, რომ თუ ამ ფაქტს გა­ვახ­მო­ვა­ნებთ, დაგ­ვხო­ცავს. გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი არის ძა­ლა­დო­ბა­ზე უკვე ნა­სა­მარ­თლე­ვი.

იგი სა­ჯა­რო რე­ესტრში გაყ­ვა ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს, მა­შინ როცა ის სა­მუ­შაო მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და, შემ­დეგ კი ტყე­ში სა­სე­ირ­ნოდ და­პა­ტი­ჟა, სცე­მა და და­ა­სის­ხლი­ა­ნა და შვი­ლის მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა.ამ ვი­ქენ­დზე ძა­ლა­დო­ბა გა­მოვ­ლი­ლი 7 ბავ­შვი მყავ­და ახ­ლობ­ლე­ბის და მათ­ზე ვზრუ­ნავ­დი და ვარ­თობ­დი. ვას­წავ­ლი მათ პერ­მა­ნენ­ტულ რე­ჟიმ­ში თუ რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი და რა არ არის. ასე­ვე წინა კვი­რას, ძა­ლა­დო­ბას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ის ქალი მყავ­და სახ­ლში, რო­მელ­საც მე თა­ვად მივ­წე­რე ქმა­რი უკვე ერთი წე­ლია გღა­ლა­ტობს და გა­ტყუ­ებს მეთ­ქი.

განა არ იცო­და ისე­დაც? იჯდა და ყვე­ბო­და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, სა­შინ­ლად მექ­ცე­ო­და და ნე­ტავ ამას რა­ტომ ან რის­თვის ვუძ­ლებ­დიო. უკომ­პრო­მი­სო ომი მო­ძა­ლა­დე­ებს. და­ი­ჭი­რეთ გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი ! არა ძა­ლა­დო­ბას ! არა ტყუ­ილს და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს. არა­ნა­ი­რი დან­დო­ბა! ამ­ხი­ლეთ მო­ძა­ლა­დე და ამით გა­და­არ­ჩენთ თა­ო­ბებს ბავ­შვე­ბი­სას! წარ­სულს ჩა­ბარ­და და­ში­ნე­ბუ­ლი მსხვერ­პლის მენ­ტა­ლი­ტე­ტი. დაე ბნელ ხალ­ხს აქეთ ეში­ნო­დეს ჩვე­ნი”, – წერდა კლინიკა “ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში.

მას ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა გამოეხმაურა და პოსტის კომენტარებში დაწერა:

“გა­მარ­ჯო­ბა მა­რი­ამ, ეს მო­ძა­ლა­დე (გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი ) რო­მელ­მაც ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლის, თა­ვი­სი ყო­ფი­ლი ცო­ლის ლიკა დი­ლევ­სკა­ი­ას მი­მართ არა­ერ­თხელ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ფი­ზი­კუ­რი, მო­რა­ლუ­რი თუ ფსი­ქი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ვა­დას­ტუ­რებ, რომ მე­ტად სა­ში­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ლიკა დი­ლევ­სკა­ია – გი­ორ­გის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა… მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რაც ყო­ფილ ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ბევ­რად გა­უ­უ­ა­რეს­და.

ლი­კამ რო­გორც კი გა­ბე­და და წნე­ხის მი­უ­ხე­და­ვად ქმრის­გან წა­მო­ვი­და, მას მე­რეც მისი უკვე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მუდ­მივ ტე­რორ­ში ამ­ყო­ფებ­და ..ერთხელ, ღა­მის სა­ა­თებ­ში, როცა ყვე­ლას ეძი­ნა, მა­ლუ­ლად შე­იჭ­რა ლი­კას მშობ­ლე­ბის სახ­ლში და ლი­კას უმ­ცრო­სი დის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით აშან­ტა­ჟებ­და თუ ის სახ­ლში არ დაბ­რუნ­დე­ბო­და მას­თან ერ­თად. ცივი ია­რა­ღის(და­ნის) სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ა­ხერ­ხა და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე სახ­ლი­დან გა­ი­ტა­ცა. ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს და ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს თუ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან არ მოჰ­ყვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა..ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია”, – დაწერა ჩიჩუამ.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დაკავებულია უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე“ – შსს განცხადებას ავრცელებს
  • „სალომე ზურაბიშვილი „ლელოს“ ფულზე ევაჭრება…“ – რას ამბობს იაგო ხვიჩია?
  • ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge