ჟურნალისტი და რეჟისორი ზაზა სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“იმდენი პრობლემაა ირგვლივ და იმდენი თემა, რომ შეიძლება ბევრისთვის არც იყოს საინტერესო, ამ პოსტის ფარგლებში ჩემს მიერ გაშლილი თემა – უბრალოდ მაქვს გონივრული ეჭვი, ( ვერსიას ფაქტად არ ვასაღებ ზოგიერთი ჟურნალისტის მსგავსად ) რომ მელაძე იოსებ გოგაშვილის გავლენის ქვეშ იყო თვეების განმავლობაში და მის დირექტივებს თუ რეკომენდაციებს ითვალისწინებდა TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ის სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში – ახლა რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს;
ვინც არ იცით – იოსებ გოგაშვილზე პირველი სტატიები ჩემს კალამს ეკუთვნის – ბეჭდური მასალების გარდა, მე მას ტელეკომპანიების თანხლებით ვესტუმრე სუსში, როდესაც დღეეების დანიშნული იყო და იქვე გავაკეთე კომენტარი, რომ ის იყო კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ადამიანი.
მახსოვს დამცინოდნენ ( სხვათაშორის ისინი, ვინც მის მეგობრად გვეცნობოდნენ და უკვე დღეს, ამავე ფეისბუქში, საჯაროდ გმობენ ! )
გოგაშვილს ჯერ კიდევ 2012 წლიდან ვიცნობდი, მაშინ როდესაც ,,ქართული ოცნების,, შტაბში, კომპიუტერების ეკრანებს და საფერფლეებს ესროდა ლევან კოჭლოშვილს და სხვა ახალგაზრდა აქტივისტებს ( ლევან კოჭლოშვილი თელავის საკრებულოში მუშაობს და შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩემს მიერ მოხმობილი ფაქტი – თავად აქვს ეს ნაამბობი )
გადის ბევრი წელი – საქართველოდან მივდივარ, ბელგია პოლიტიკურ თავშესაფარს მაძლევს, მათ შორის ამ ჩინოვნიკის მიერ მოწყობილი პროვოკაციების გამო. პერიოდულად, ქართველების აქტივობებს ,,ფორმულაზე,, ,,მთავარზე,, და ,,ტვ პირველზე,, მიშუქებდნენ – ზოგჯერ უარსაც მეუბნებოდნენ, მაგრამ ეს არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ რომელიმე მედიის წარმომაგენლისთვის, ცილი დამეწამა.
მას შემდეგ, რაც სუსის კრებსები გავრცელდა, თვეების განმავლობაში გავაანალიზე მელაძის დამოკიდებულება ჩემდამი, რომელსაც 2002 წლიდან ვიცნობ, მაშინ როდესაც ნოდარიკო, ტელეკომპანია ,,ევრიკაზე,, მუშაობდა. ხან ერთი აქციაა ბრიუსელში, ხან მეორე, რომელიც არ მოდის წინააღმდეგობაში მისი არხის საინფორმაციო პოლიტიკასთან, მაგრამ მელაძე ჩემს გადაგზავნილ მასალებს არ იმჩნევდა
ორი თვის წინ უკრაინაში ჩავედი – რამდენიმე მედიასაშუალება აქეთ დამიკავშირდა, რამდენიმე კადრი გავიდა – მერე თითქმის დაცარიელეებულ ხარკოვში გადავედი, ფრონტის ხაზიდან 20 კმ ში მდებარე ქალაქში, სადაც ტყვიები გადამდიოდა თავზე, იქ გადაღებული მასალებიც გაატარა – შემდეგ ,,ვოთსაფში,, მივწერე, ნოდარ ვინმემ ბლოკი დამადო თქვენთანთქო ? მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მისი წყარო გაშიფრული, მისივე ექს თანამშრომლების მიერ, ანუ ჯერ კიდევ არ იცნობდნენ გოგაშვილის დაქალად ნოდარს, როგორც გაბუნიამ უწოდა და ვარაუდებით სხვაგან წავედი – ელისო კილაძის გამო ვიბლოკები-მეთქი ? ( იმ პერიოდში ელისო, რამდენიმე ოპოზიციურმა არხმა დაბლოკა და ამის შესახებ თავად ელისომ საჯაროდაც დაწერა – არაო, კატეგორიულად უარყო, კილაძის ხსენებამ გააღიზიანა და 19-20 წლის პრაქტიკანტ თანამშრომელს გადააბრალა ყველაფერი, თითქოს მხოლოდ ისინი წყვეტენ რა გავა ,,პირველის,, ფბ-გვერდზე და რა არა !
ამხელა მასალა მიუცია სოსოს საიდუმლო არქივებიდან და ისიც ერთ-ერთ პირობად წაუყენებდა – ოღონდაც უკონტროლო სვანაძე მომაცილე და ვითანამშრომლოთო…
ლოგიკურად ვიმსჯელოთ, მაშინ როდესაც კატების და ძაღლების ფხანის და ბურთის გადაგდების და უკან მოტანის ვიდეოები, ახალ ამბად საღდება ტვ ,,პირველის,, ფეიჯზე, რატომ უნდა ეთქვათ უარი უკრაინის მასალაზე ?
თან ხაზს ვუსვამ ( აქვე ობიექტურობისთვის ) რომ წინა პერიოდში, ნოდარს უარი არასოდეს უთქვამს
ამ გზავნილს შენს ჟურნალისტურ სტილში დავასრულებ – ( აქვე მოგნიშნავ და გკითხავ ) Nodar Meladze რატომ გარიგდიით ? როდის გარიგდით ? ვისი მეშვეობით ? რის სანაცვლოდ ?
ერთმანეთში გადაბმული კუდები გიჩანთ მეგობრებო
სუსიდან გამოგდებული გოგაშვილის გულის მოსაგებად და შიდა ინტრიგების გამო, ჩვენი მოძე უკრაინის ფრონტიდან გამოგზავნილ მასალებს მაინც ნუ დაბლოკავდით, ან თუ ბლოკავთ, ეგ უკრაინის დროშა მაინც მოაცილეთ თქვენს ლოგოს – უხერხულია!” – წერს სვანიძე