დღეს, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა აუდიო ჩანაწერები:
“ბრძანებაა ათონის მთიდან, ბერებს უნახავთ, ღვთისმშობლის გამოცხადება ჰქონიათ, ასე უბრძანებია ღვთისმშობელს რომ ყველა ქრისტეანს გადაეცითო, ხმა მიაწვდინეთო რომ შემოსასვლელ კარებზე ზეთით – ზეითუნის ზეთი იქნება, მზესუმზირის თუ სულერთია რომელი ზეთი იქნება გამოსახონ ჯვარიო შემოსასვლელ კარებზე, გაავრცელეთო ყველგან ქალაქში, უბანში, სოფელში…”, – ნათქვამია გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში.