არმან ცარუკიანმა განაცხადა, რომ შემდეგი, ვინც იბრძოლებს მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობისთვის სწორედ ის იქნება. მან ისიც დაამატა, რომ არ აქვს მნიშვნელობა მოწინააღმდეგეს, იქნება ეს ალექს ვოლკანოვსკი, ჯასტინ გეიჯი, ილია თოფურია თუ პედი პიმბლეტი.
“ვოლკანოვსკისა და გეიჯის ბრძოლა? ეს სისულელეა. მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობისთვის შემდეგი მე ვიბრძოლებ. არ ვიცი, რას აპირებენ ალექსი და გეიჯი, იქნებ საუბარია შუალედურ წონაზე, მაგრამ 70 კილოგრამში 1-ელი პრეტენდენტი მე ვარ. თუ ის ჩხუბი შედგება, ქამრის გარეშე უნდა იყოს.
დიახ, ჯასტინმა ტიტული ვაკანტური უნდა გახადოს. ჩემთვის სულ ერთია, თუ ვინ იქნება ჩემი მეტოქე – ამ ორიდან რომელიმე, თოფურია თუ პიმბლეტი…ნებისმიერთან ვიჩხუბებ. უკვე მითხრეს, რომ მომდევნო ბრძოლა ჩემი იქნება”, – განაცხადა სომეხმა მებრძოლმა.
