Sunday, November 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხმაური ქვემო ფონიჭალაში – აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები მერიისგან რეაგირებას ითხოვენ

November 29, 2026
ხმაური ქვემო ფონიჭალაში – აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები მერიისგან რეაგირებას ითხოვენ

ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხზე კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ.

მოქალაქეებს აინტერესებთ, რა გეგმა აქვს დედაქალაქის ხელისუფლებას ავარიული კორპუსის მცხოვრებლებთან დაკავშირებით – მოხდება მათი გასახლება, ამოქმედდება შენობის ჩანაცვლების პროგრამა თუ დაზარალებულები კომპენსაციას მიიღებენ.

როგორც უსინათლოთა კორპუსში მცხოვრები ადამიანები “ტვ პირველთან” აცხადებენ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, გამგებელი მათ ირონიული ტონით ესაუბრება და არწმუნებს, რომ მათ კორპუსში ცხოვრება უსაფრთხოა. ლაშა ცაგურია ამ პირობას ვიზუალური დათვალიერების დასკვნის საფუძველზე იძლევა.

“გამგებელი ასეთ ულტიმატუმს აყენებს, რომ მხოლოდ ჩანაცვლების პროგრამა, რაც ჩვენ არ ვართ მაინც და მაინც თანახმა. გამგებელი ასეთ რაღაცას ამბობს, რომ თქვენი კორპუსი არ არის ავარიულიო და არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც ჩანაცვლებას ექვემდებარებაო. დასკვნა არის როგორი ტიპის, რომ მაგალითად, ახლა მე თქვენ შეგხედოთ ვიზუალურად, როგორც რომ ვიყო ექიმი და გითხრათ, რომ არაფერი გჭირთ, კარგად გამოიყურებით, არც ანალიზები მოგთხოვოთ, არც შესაბამისი კვლევა რომ ჩაიტაროთ. მსგავსი ტიპის არის, მოვიდნენ დაასურათეს და ეს არის ვიზუალურად დადებული დასკვნა, თუმცა გამგებელი გვარწმუნებს, რომ აქ უსაფრთხოა ცხოვრება” – ამბობს ადგილობრივი.

“მომცენ შესაბამისი კურსით, მე გავალ მე თვითონ. ეგენი როდის რას ვის მისცემენ, ეგ ღმერთმა იცის… 60 კვადრატული მაქვს ერთ ოთახიანი, მომცენ მაგის თანხა, რომ მე გავიდე” – ამბობს ადგილობრივი.

“უნდა დაკმაყოფილდეს ხალხი, რომ ვიცხოვრო ნორმალურად, რომ შიშის ქვეშ არ ვიყო. მე აქ შიშის ქვეშ ვარ. უბრალოდ, ისეთ ადგილზე ვიცხოვრო, რომ არ მეშინოდეს ცხოვრება შიგნით” – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

კორუფციის მკვლევარის, ბესიკ დონაძის შეფასებით, ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე მომზადებული დასკვნა შენობაში უსაფრთხოდ ცხოვრების გარანტიას ვერ იძლევა. მისი თქმით, აუცილებელია დეტალური ექსპერტიზის ჩატარება, მანამდე კი მერიამ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები.

“ე.წ. ექსპერტიზის დასკვნა, ეს ვერ იქნება მათთის სიმშვიდის მომტანი. ანუ ეს იყო პირველადი გადაწყვეტილება, პირველადი ექსპერტიზა, რომელიც იმ წუთას, პირველი რამდენიმე დღე, როდესაც სამაშველო სამუშოაები მიმდინარეობს. ამის შემდეგ, რომ გადაწყვეტილება მიიღო, ეს ადამიანები ამ კორპუსში დატოვო თუ არა საცხოვრებლად, ამას სჭირდება სხვა ექსპერტიზის დასკვნა, უფრო მოცულობითი, დეტალური, რომელსაც აკეთებს აზვრიევის ექსპერტიზის ცენტრი. სხვა შემთხვევაში, ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ გამოსახლებულები ამ კორპუსიდან და სათანადო პირობებით უნდა დაკმაყოფილდნენ. თვითონ ამ დასკვნაშვე წერია, რომ ვიზუალური დათვალიერებაც კი ვერ იძლევა საბოლოოდ, იმის გარანტიას, რომ ამ კორპუსში საიმედოდ შეიძლება ცხოვრება. ამ კორპუსში ცხოვრება არის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, შესაბამისად, უნდა იყოს სწრაფი ღონისძიებები მიღებული თბილისის მერიის მხრიდან” – ამბობს ბესიკ დონაძე.

ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 2 კაცი და 2 ბავშვი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვოლკანოვსკი-გეიჯი? სისულელეა, შემდეგი ბრძოლა ჩემია” – არმან ცარუკიანი
  • ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ონი–საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია
  • “სულელური „პარტიებო, თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი“’ – რას აცხადებს ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge