ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მე გუშინდელ დღეს დავარქმევდი: ერთად დგომით ბედნიერი ხალხი აუცდენელი გამარჯვების მოლოდინში!
და ამ შეგრძნებას მართლაც არაფერი შეედრება: რომ ხარ ამ დიდი, სიმართლისათვის მებრძოლი ერთობის ნაწილი, რომ აქ ყველა – ქალი თუ კაცი, ახალგაზრდა თუ ხნიერი, ნაცნობი თუ უცნობი, – გეგებება ისე, როგორც მოყვარეს, თავისიანს.
და შენც მთელი შენი არსებით გრძნობ, რომ აქ ყოველი ადამიანი შენი თანამოაზრეა და ახლობელი, რომ ყველა ვიბრძვით ერთი დიადი მიზნის მისაღწევად და ეს მიზანია – თავისუფალი, დამოუკიდებელი, ჭეშმარიტი მეგობრებით გარშემორტყმული, ამაყი, ლაღი მოქალაქეებით სავსე საქართველო.
ამ სულისკვეთებას წინ ვერაფერი დაუდგება. ეს ჩვენი ბედისწერაა!” – წერს ლანა ღოღობერიძე და აქციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
