Sunday, November 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს, მომდევნო წლიდან კი მე-11 კლასის მოსწავლეებსაც შეეხებათ – განათლების სამინისტრო

November 29, 2026
როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე

Korean School Classroom

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

“აპლიკანტებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ელ. ფოსტის მისამართზე: applyHKU@mesy.gov.ge.

განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე

განაცხადს თან უნდა ერთოდეს:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ატესტატი, ან ცნობა სკოლის მოსწავლის სტატუსის შესახებ;

ნიშნების ფურცელი – ბოლო სამი წლის ნიშნების მითითებით;

აპლიკანტის რეზიუმე, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია მისი აკადემიური მოსწრების, მიღწევების, ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობის, მიღებული ჯილდოებისა და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ;

შესაბამისი მიღწევების დამადასტურებელი სერტიფიკატები, დიპლომები;

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი – ასეთის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის წარდგენის შედმგომ აპლიკანტმა აუცილებლად უნდა გაიაროს შერჩევის ორეტაპიანი პროცესი:

პირველი ეტაპი – შიდა კონკურსი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უზრუნველყოფს;

მეორე ეტაპი, რომლის დროსაც აპლიკანტმა უშუალოდ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) მიერ დადგენილი შერჩევის პროცედურები უნდა გაიაროს.

შიდა კონკურსი, რომელიც 16 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, მოიცავს წერით გამოცდას ინგლისურ ენაში, ზოგადი უნარების ტესტსა და გასაუბრებას. კონკურსის ჩატარების ზუსტი დრო, ადგილმდებარეობა და სხვა დეტალები აპლიკანტებს განაცხადის წარდგენის შემდგომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობებათ.

შიდა კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, 26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალგაზრდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმაზე.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში განაცხადის წარსადგენად, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი რეგისტრაციის პერიოდისთვის, 2026 წლის 31 დეკემბრამდე, ვერ შეძლებს ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის (IELTS, TOEFL) ატვირთვას, მან აღნიშნული დოკუმენტი მოგვიანებით, 2027 წლის თებერვლის ან მარტის თვეში უნდა წარადგინოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წარმატებებს უსურვებს ყველა აპლიკანტს!”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბრიუსელში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
  • სიონის ტაძარში მიტროპოლიტ აბრაამის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
  • ახალი გადაწყვეტილება წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს, მომდევნო წლიდან კი მე-11 კლასის მოსწავლეებსაც შეეხებათ – განათლების სამინისტრო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge