კახეთში მომხდარ ავარიას 32 წლის აჩიკო მელქუაშვილი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრია. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ახმეტიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა მის ავტომობილს მეორე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, მელქუაშვილი ადგილზე დაიღუპა.
მეორე ავტომობილში მყოფი სამი მგზავრი კი დაშავდა.
