Saturday, November 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ღირსეულ, მშვიდ ცხოვრებას და სამართლიან წესრიგს” – ლევან ცუცქირიძე

November 28, 2026
“ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ღირსეულ, მშვიდ ცხოვრებას და სამართლიან წესრიგს” – ლევან ცუცქირიძე

„ქართულმა ოცნებამ“ ომი გამოუცხადა როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ისე პოლიციას, ხოლო „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრის ფონზე, თავად ხელისუფლებაა „ქაოსის პარტია“ და „ნამდვილი ომის პარტია“ – ეს შეფასება „თავისუფლების მოედნის“ ლიდერს ლევან ცუცქირიძეს ეკუთვნის.

პოლიტიკოსმა ამის შესახებ “თავისუფლების მოედანზე” მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ცუცქირიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სამართალდამცავებს უღირსად იყენებს იმ „ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკის“ განსახორციელებლად და გასამართლებლად, რომელიც წამოიწყო.

“მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომელმაც ამ ბოლო დროს ამოიღო ხმა, სიმართლე თქვა. მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მეუფე იობს, რომელმაც გააჟღერა სიმართლის სიტყვა ყველას გასაგონად. დიახ, მართალი სიტყვა უნდა ისმოდეს ყველგან – უნდა ისმოდეს ამბიონიდანაც, ქუჩაშიც, ტელეეთერებშიც, საქართველოს მთაშიც, საქართველოს ზღვისპირეთშიც, სოფლებშიც, თავისუფლების მოედანზეც და ევროპის დედაქალაქებშიც. ამათ არ უნდა მივცეთ საშუალება, ენა ჩაგვაწყვეტინონ და ხმა ვეღარ ამოვიღოთ! დღეს არის ის დღე, როდესაც ჩანს, რომ ამას ვერ მოახერხებენ!

როგორი ქვეყანა შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობის პერიოდში?! მან შექმნა ქვეყანა, სადაც ადამიანები სიღარიბიდან ვეღარ ამოდიან. შექმნა ქვეყანა, სადაც ემიგრაციის ტრაგიკული რიცხვები გვაქვს. შექმნა ქვეყანა, სადაც ყოველ დილით მოქალაქეები იღვიძებენ და ფიქრობენ, წამალი იყიდონ თუ საჭმელი მიუტანონ შვილებს.

გუშინ ჩვენ ვნახეთ ქვეყანა, რომელიც ორ ფეხზე ამაყად კი არ მიდიოდა ევროპისკენ ღირსებით, არამედ ვნახეთ დატუქსული ხალხი, დამცირებული პოლიცია, პროფესიონალიზმდაკარგული. „ქართულმა ოცნებამ“ გამოუცხადა ომი საკუთარ მოქალაქეებს და პოლიციას. სამართალდამცავებს უღირსად იყენებს იმ ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკის გასამართლებლად და განსახორციელებლად, რომელიც მან წამოიწყო.

როგორი პარტიაა „ქართული ოცნება“?! დაუკვირდით, წლების განმავლობაში, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იყო მიმართული შუღლის, მტრობის, სიძულვილის, უნდობლობის დასათესად. ისინი ბევრს ლაპარაკობენ “გლობალური ომის პარტიაზე”, მაგრამ თვითონ არიან “ქაოსის პარტია” ამ ქვეყანაში, თვითონ არიან ნამდვილი “ომის პარტია”, იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ დათესეს მხოლოდ სიძულვილი, მხოლოდ უნდობლობა, ნაცვლად იმისა, დაეთესათ სიყვარული, სიკეთე და სოლიდარობა ამ ქვეყანაში. ახლა სოლიდარობის, ერთად დგომის და თავისუფლების დროშა უჭირავს ჩვენ ხალხს, იმიტომ, რომ მართლაც მას ეკუთვნის ძალაუფლება.“ – თქვა ცუცქირიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ პროტესტი საკმარისი არ არის და აუცილებელია მეტი ადამიანის ჩართულობა ორგანიზებულ, სტრატეგიულ და პოლიტიკურ ბრძოლაში.

„ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ის გამოხატავს ჩვენს შეურიგებლობას, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროტესტი არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში. ამიტომ იყო, რომ “თავისუფლების მოედანმა” ამ წლის დასაწყისში ვთქვით, რომ მთელ ქვეყანას შემოვივლიდით, რომ გაგვეერთიანებინა ამ ბრძოლაში ყველა მოქალაქე, რომელსაც უნდა ცვლილება. ამ პირობას ჩვენ ერთგულად ვასრულებთ.

მე მინდა დაგპირდეთ თქვენ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე. არა იმიტომ, რომ შურისძიება გამოძრავებს, არამედ იმიტომ, რომ მივიღოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც სჭირდება ამ ქვეყნის მართვას. ჩვენ ვიქნებით ამ ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ ვიქნებით პროტესტშიც, ვიქნებით პოლიტიკურ პროცესშიც, ვიქნებით დიპლომატიაშიც, ვიქნებით კონფერენციებზეც, ვიქნებით მედიებშიც და ვიქნებით ყველგან, სადაც სჭირდება ეს საქართველოს თავისუფლების საქმეს. ეს ხალხი იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას. ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ღირსეულ, მშვიდ ცხოვრებას და სამართლიან წესრიგს, სადაც საქართველოში ქვეყანა და მთავრობა ყოველთვის მოემსახურება ხალხს. გამარჯვება თქვენ! წინ საქართველო! გამარჯვებებისკენ!“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხორ ვალუტას ხვალ?
  • “ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ ღირსეულ, მშვიდ ცხოვრებას და სამართლიან წესრიგს” – ლევან ცუცქირიძე
  • “ამას არ შეეგუება ქართული საზოგადოება და დღევანდელი დღე არის ამის დასტური” – რას აცხადებს გიგა ბოკერია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge