ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ნატა ვიბლიანის განცხადებას ეხმაურება და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც, მისი თქმით, უსამართლოდ აკრიტიკებდნენ და ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ.
„ვინც უსამართლოდ მლანძღეთ და ათასი სიბინძურე დამაბრალეთ-არ გრცხვენიათ? სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია და ტყუილად ჩირქი მომცხეთ! ხომ დამტკიცდა, რასაც ვამბობდი?! სიმართლე ყოველთვის ირკვევა!“ – წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში
