UEFA-მ ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დისციპლინური გამოძიება დაიწყო
UEFA-მ ერთიანი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ევროპა ლიგის ორ მატჩზე – მარსელსა და ბათუმში მომხდარ ინციდენტებზე, ეთიკისა და დისციპლინური ინსპექტორები დანიშნა.
„ზემოხსენებულ მატჩებზე განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება უეფას წესდებით განმტკიცებულ მიზანს, რომელიც უზრუნველყოფს საფეხბურთო მატჩების ჩატარებას მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით“ – ნათქვამია UEFA-ს განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, „მარსელისა“ და სოფიის „ლევსკის“ მატჩზე, ერთმანეთს ფრანგი და ბულგარელი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.
