„მე და ბატონ ტარიელ კაკაბაძეს გვქონდა საუბარი. გარკვეული საკითხები განვიხილეთ და ბევრი რამ გავარკვიეთ.
ამ საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ კაკაბაძის მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე გავლენა მოახდინეს მისმა მოწინააღმდეგეებმა. შემიყვანეს შეცდომაში!
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ბატონ ტარიელს ჩემთვის არ უღალატია და მისთვის ადვოკატის უფლებამოსილება არ შემიწყვეტია.
ჩემი აზრით, მას მოქმედება კანონის ფარგლებში უნდა გაეგრძელებინა. როცა მას დავუფიქსირე აცილება, ის იძულებული იყო საქმეს ჩამოცილებოდა. ის თავისი სურვილით არ გასულა საქმიდან, მე ავიცილე შეცდომით. კვლავ ვაცხადებ რომ ბატონი ტარიელი ერთგულად მიცავდა.
დღეს კი ვისურვებდი, კვლავ ჩაერთოს ჩემს საქმეში და გააგრძელოს ის სამართლებრივი საქმიანობა, რომელიც საჭიროა სიმართლის დასადგენად.
მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ფაქტებზე დაყრდნობით და არა სხვისი გავლენით.
მადლობა ბატონ ტარიელს გულწრფელი საუბრისა და გარკვეული საკითხების განმარტებისთვის.“ – წერს ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში.
ნატა ვიბლიანმა 10 ნოემბერს დაწერა სოციალურ ქსელში ტარიელ კაკაბაძეზე: „საბედნიეროდ, არ და ვერ იქნება ჩემი ადვოკატი, მე ძალიან დიდი ხნის წინ ვთქვი კაკაბაძეზე უარი. თავად არ მიდიოდა ამ საქმიდან ნოლიდან დავიწყებ ყველაფერს აუცილებლად მივაღწევ სასურველ შედეგს. […] ესენი ჩემი ადვოკატები არ ყოფილან, მოგზავნილები იყვნენ და გამოჩნდა, საჯაროდ ვიხილეთ.“
ვიბლიანმა რამდენიმე თვის წინ მოყვა, რომ სვანეთში მასზე სექსუალურად 9 წლის ასაკიდან ძალადობდნენ
