Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თურქმა ბიზნესმენმა, რომელსაც ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებისთვის 9 წელი მიუსაჯეს, დაკავებამდე საქართველოს დატოვება მოასწრო

November 27, 2026
თურქმა ბიზნესმენმა, რომელსაც ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებისთვის 9 წელი მიუსაჯეს, დაკავებამდე საქართველოს დატოვება მოასწრო

საქართველო ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტმა, ეჰმეთ უიარიმ, რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლომ ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების მიუსაჯა, დაკავებამდე საქართველოს დატოვება მოასწრო.

როგორც საქმის პროკურორმა, გიორგი დოლაკიძემ განაცხადა, ახლა თურქი ბიზნესმენი ძებნაშია. “პირველების” კითხვაზე, თუ სად იმყოფება ეჰმეთ უიარი, სახელმწიფო მბრალდებელი აცხადებს, რომ ზუსტს ადგილომდებარეობას შესაბამისი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს.

ზუსტს ადგილომდებარეობას ვერ გეტყვით შესაბამისი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ხორციელდება აქტიურად სამუშაოები, რათა მოხდეს მისი დაკავება და შესაბამისი სასჯელის მოხდა. დიახ თურქეთის მოქალაქეა.

დიახ, (ძებნაშია) რა თქმა უნდა, უკვე ხორციელდება ღონისძიებები მისთვის, რომ მოხდეს მისი მოძიება, დაკავება და შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება”, – განაცხადა პროკურორმა.

“პირველებმა” პროკურორს ასევე ჰკითხა, მიმართავს თუ არა საქართველო თურქეთს ბიზნესმენის გადმოცემის მოთხოვნით, იქიდან გამომდიანრე რომ დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი, რაზე პასუხადაც გიორგი დოლაკიძემ განაცხადა: “ამ მხრივ, რა თქმა უნდა, გატარდება ზომები, რათა მოხდეს ამ პირის შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება”.

20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე – სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი, ეჰმეთ უიარი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 32 წლის თურქი ბიზნესმენი, მეჰმეთ უიარი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ უდანაშაულოდ ცნო.

ყველაფერი 2025 წლის 9 დეკემბერს დაიწყო. ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში საფეხბურთო კლუბ ლუსოს ფეხბურთელები და ადმინისტრაცია სეზონის წარმატებით დახურვას აღნიშნავდნენ. ქალი ამტკიცებს, რომ საღამოს დასასრულს 20 წლის ფეხბურთელს კლუბის პრეზიდენტმა გამოძახებული ტაქსი გააუქმებინა და სახლში წაყვანა შესთავაზა.

“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული კადრების მიხედვით, ქალი სახლში კლუბის მფლობელის მძღოლს მიჰყავს, თავად თურქი ბიზნესმენი კი რესტორნიდან რამდენიმე წუთში გადის.

საქმეში მთავარი მტკიცებულებებიც სწორედ ამ დროიდან ჩნდება:
ახალგაზრდა ქალი საკუთარ მეგობარს 01 საათსა და 45 წუთზე წერს და ეუბნება, რომ ის სახლში ტაქსით არ გაუშვეს, მარტო არაა, თურქ მძღოლს მიყავს და თუ საკუთარ სახლში არ მიიყვანდა თანაგუნდელებს აუცილებლად შეატყობინებდა.
დაზარალებულის ტელეფონიდან გამოგზავნილი შეტყობინებების მიხედვით ის დანიშნულების ადგილზე უკვე 01 საათსა და 52 წუთზე მიიყვანეს. უცხო გარემოში მოხვედრის შემდეგ ქალი ფეხბურთელი კოლეგას ლოკაციას უგზავნის და ეუბნება რომ ეშინია.
ამის შემდეგ დაზარალებულის ტელეფონზე 7 გამოტოვებული ზარია, რაც იმას ნიშნავს რომ 01 საათი და 52 წუთიდან , 02 საათსა და 16 წუთამდე დაზარალებულმა მეგობრებისთვის პასუხის გაცემა ვერ შეძლო. ბოლოს რაც მისწერა იყო ის რომ მას აუპატიურებდნენ და თანაგუნდელებს უთხრა, რომ ლოკაციით გაზიარებულ მისამართზე მისულიყვნენ. ამის შემდეგ დაზარალებულის მიერ გაზიარებულ ლოკაციაზე მისი ახლო მეგობრები დაიძრნენ.
ამასთან, “შაბათის ეთერმა” მოიპოვა 20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმის მასალები, რაც პროკურატურამ სასამართლოში გადააგზავნა, დგინდება, რომ ქალმა პოლიციას იმავე დღეს მიმართა და გამომძიებელს დეტალურად უხსნის 9 დეკემბერს მომხდარ ამბავს.

დაზარალებული ფეხბურთელი ქალისგან განსხვავებით თურქი ბიზნესმენი და საფეხბურთო კლუბის მფლობელი მეჰმეთ უიარი ჩვენებაში ამბობს რომ ეს არ იყო ძალადობა.

ფეხბურთელი ქალების ინფორმაციით, სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში გავლენიანი ბიზნესმენი დაზარალებულს შუამავლის მეშვეობით დაუკავშირდა და მისი დათანხმება საპროცესო შეთანხმებაზე სცადა. “შაბათის ეთერის” რესპოდენტების თქმით, გაუპატიურებულ ქალს თანხმობის შემთხვევაში ის 500 000 დოლარის გადახდას დაჰპირდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დასამტვრევი კი ხართ ძვლებში, მაგრამ ვერავინ დაგიჭირათ” – რა კადრები ვრცელდება თბილისის ერთ-ერთი სკოლის ეზოდან?
  • როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის დასაცავად არასოდეს ერთიანდება, ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს ოკუპანტს – დავით მათიკაშვილი
  • თურქმა ბიზნესმენმა, რომელსაც ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებისთვის 9 წელი მიუსაჯეს, დაკავებამდე საქართველოს დატოვება მოასწრო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge