Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქმედება, რაც საზოგადოებამ იხილა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან, რაც კანონის შესაბამისობით განხორციელდა – დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარზე

November 27, 2026
ქმედება, რაც საზოგადოებამ იხილა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან, რაც კანონის შესაბამისობით განხორციელდა – დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარზე

ქმედება, რომელიც საზოგადოებამ იხილა, იყო ადეკვატურად პასუხგასაცემი პოლიციის მხრიდან, რაც კანონის სრული შესაბამისობით განხორციელდა, – ასე ეხმაურება 26 ნოემბერს, ბათუმში, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, „მატჩის წინ და უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას კონკრეტული გუნდის გულშემატკივრები არ იქცეოდნენ სათანადო წესით”

„მატჩის წინ და უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას კონკრეტული გუნდის გულშემატკივრები არ იქცეოდნენ სათანადო წესით. ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე იყო კონკრეტული პროვოკაციული მოქმედებები, ასევე თამაშის დროს იყო კონფლიქტი, რა დროსაც ჩაერია პოლიცია. პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა, საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა ის, რაც მოხდა გუშინ ბათუმში. თუმცა ამ ყველაფერს სხვა კონტექსტით ეცადნენ, ცალკეული მიმართულებით წაეყვანათ ქვეყნის შიგნით ოპოზიციას მისი ამ თემასთან დაკავშირებით არსებული გამოხმაურებებით, ასევე, სიზუსტე აკლდა ცალკეულ განცხადებებს, რომელსაც ქვეყნის გარედან ვისმენდით ჩვენ.

საბოლოო ჯამში, ფეხბურთია, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცები, არაერთგზის გვინახავს მსოფლიოში, თუმცა ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, როგორც ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა სავსებით მართებულად, საქართველოში მართებთ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად მოქცევა და ის ქმედება, რომელიც საზოგადოებამ იხილა იყო ადეკვატურად პასუხგასაცემი პოლიციის მხრიდან, რაც პრინციპში კანონის სრული შესაბამისობით განხორციელდა”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პოლიტიკოსი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერების განცხადებებს ინციდენტთან დაკავშირებით და მათი პოზიცია ანტიქართულად შეაფასა.

„საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რომ ერთიანდებიან და არა ქვეყნის დასაცავად, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ფეხბურთი და ფეხბურთის დროს არსებული კონფლიქტი კი არა, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები გადააბარა ოკუპანტს. ისე რომ, აქ რომ ამ კონკრეტულ მოცემულობაში რომ ანტიქართული პოზიცია დაიკავეს, ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის. ეს კიდევ ერთხელ მათი სახეა, მათ ის არგუმენტია, რომელიც ახლა სამართალთან და საკონსტიტუციო სამართალთან რამდენად შემხებლობაშია ერთი საკითხია, მაგრამ საზოგადოების თვალსაზრისი, როგორ კიდევ უფრო მეტად მყარდება, თუ რა ანტიქართულ და ანტიკონსტიტუციურ ძალასთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ ჩვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“, აი ეს არის იმის დასტური”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის” გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყველამ ვნახეთ ის კადრები, რაც მოხდა პოლიციელებთან მიმართებით” – რას აცხადებს ეთერ თურაძე
  • შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
  • სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესებით გამოწვეული საფრთხეების გამო მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge