Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყირგიზეთის მოვლენებისას ჯორჯ სოროსმა დამირეკა, თავი დამენებებინა აკაევისთვის, თუ არა დიდი სისხლისღვრა იქნებაო, გაირკვა, რომ აკაევთან ბიზნესს აკეთებდა, მე შორს გავუშვი და მტკიცე უარი ვუთხარი – მიხეილ სააკაშვილი

November 27, 2026
ვისაც შეუძლია, დაიჯეროს, რომ რუსებთან ვიყავი შეკრული და ამიტომ ამოვაძუებინე კუდი თბილისთან 2008-ში, იმას უკვე ვეღარცერთი კლინიკა ვერ უმკურნალებს – მიხეილ სააკაშვილი

ყირგიზეთის მოვლენების დროს დამირეკა ჯორჯ სოროსმა და მთხოვა, არ ჩავრეულიყავით და საერთოდ თავი დამენებებინა აკაევისთვის, თუ არა დიდი სისხლისღვრა იქნებაო. გაირკვა, რომ აკაევთან ბიზნესს აკეთებდა, მე კი სოროსი შორს გავუშვი და მტკიცე უარი ვუთხარი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით,​ „ყირგიზებმა ჩვენი მიბაძვით თავის რევოლუციას დაარქვეს ჟასმინის რევოლუცია, ლიბანელებმა მალევე თავის რევოლუციას დაარქვეს კედრის რევოლუცია, თუმცა ლიბანში ნამდვილად არ ჩავრეულვართ, მაგრამ ისინი ვარდების რევოლუციას ასახელებენ თავიანთი ინსპირაციის წყაროდ“.

„აბა, ქოც ტროლების ქარხნის დირექტორო, მოდი აქ, შენი რჩეული ტროლებით. ისეთი ახალი სენსაციური მასალები უნდა მოგაწოდოთ ვარდების რევოლუციის გაგრძელებაზე, ორი კვირა გეყოფათ საყაყანოდ. მოკლედ, წავიდა შევარდნაძე და ჩვენ დავიწყეთ მზადება ახალი არჩევნებისთვის და ძალიან მალე, ბაქოში გაიმართა დსთ-ს სამიტი, სადაც ჩვენ ნინო ბურჯანაძე მივავლინეთ, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. იქ მას შეხვდა პუტინი, სადაც მისი პირველი ფრაზა იყო – „ეს რა ჩაიდინეთ ნინა ანზოროვნა, ყველა დსთ-ს პრეზიდენტი ჩაფსმულია“.

მე პუტინმა იგივე გამიმეორა თვე-ნახევარში, ჩემი პირველი ჩასვლისას მოსკოვში, ოღონდ „ჩაფსმული“ „ჩაჯმულით“ ჩაანაცვლა. მე კი რევოლუციის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს იუშენკომ, რომელსაც რამდენიმე წელია, ვიცნობდი, ეგრევე დამპატიჟა კიევში, სადაც ოპოზიცია მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა. დავესწარი მათ საარჩევნო შტაბის გაფართოებულ სხდომას, სადაც საარჩევნო ტექნოლოგიებს იხილავდნენ.

ბოლოს მე მომცეს სიტყვა, მე კი ვუთხარი „არჩევნები კარგია, მაგრამ მხოლოდ არჩევნებით ხელისუფლებას არავინ მოგცემთ, უნდა მოამზადოთ რევოლუცია“. ამან ოპოზიციის უმცირესობის პროტესტი გამოიწვია, მაგრამ სხდომის დამთავრების შემდეგ, ჩემთან მოვიდა შტაბის ერთ-ერთი უფროსი პოროშენკო და მითხრა, აბა, მომიყევი, რა არის საჭირო რევოლუციისთვის. მეც ვუთხარი, რომ დასჭირდებოდა კარვები, ახალგაზრდული როკ ჯგუფები, ინფლუენსერები, გათბობის აპარატები (არჩევნები სიცივის პერიოდში იმართებოდა) მკაცრად განსაზღვრული ერთი ლიდერი, თუმცა ამავე დროს მის გარშემო კოალიცია და რაც მთავარია, რეგიონების მოვლა, შეკრება და არდაშლა. ხელისუფლების შიგნით განხეთქილების შექმნა და კომპრომისზე არწასვლა. ასევე რევოლუციის რამე ბრენდი, როგორიც შემთხვევით, მაგრამ მაინც გახდა „ვარდების რევოლუცია“.

მართლაც მოვიდა შემდეგი შემოდგომა, როგორც ვამბობდი, არჩევნები გაყალბდა და ხალხი გამოვიდა მაიდანზე. ჩვენც ჩვენი კუთხით ფინანსების ნაწილი ვუპოვეთ (არ გეტყვით საიდან) და ჩვენს წარმომადგენლად რევოლუციის შტაბში გივი თარგამაძე მივავლინეთ, რომელმაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა იმით, რომ ძირითადად იუშენკოს და იულია ტიმოშენკოს შორის იყო მომრიგებელი. რევოლუციამ გაიმარჯვა და მისი გამარჯვება რევოლუციის ლიდერებთან ერთად მაიდნის სცენაზე აღვნიშნეთ მე და სანდრამ ახალი წლის ღამე.

ამის შემდეგ გივი გადავისროლეთ შუა აზიაში, სადაც რუსული გავლენის ყველაზე სუსტი რგოლი იყო ყირგიზეთი, რომელსაც ძველი, ვითომ მეცნიერი პარტოკრატი აკაევი მართავდა. გივი ყირგიზეთში არ შეუშვეს, ამიტომ, ის უზბეკეთში დასახლდა და იქიდან დაუკავშირდა ყირგიზ აქტივისტებს.

ბიშკეკში დიდი გამოსვლები დაიწყო და აკაევმა უზბეკეთის მაშინდელ პრეზიდენტ კარიმოვს სთხოვა გივის განეიტრალება. გივის შეატყობინეს, რომ პოლიცია ეძებდა და მანაც გაასწრო. ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვარი, რომელიც დანაღმული იყო პარანოიკი კარიმოვის ბრძანებით, ადგილობრივების დახმარებით ვირზე ამხედრებულმა გადალახა. ის ყირგიზეთის დედაქალაქში, მიტინგზე გამოჩნდა პრეზიდენტის გაქცევამდე ნახევარი საათით ადრე.

რევოლუციამ გაიმარჯვა და პრეზიდენტი გახდა ჩემი მეგობარი როზ ატანბაევა, რომელიც ნიუ იორკში სწავლისას გავიცანი. ყირგიზეთის მოვლენების დროს დამირეკა ჯორჯ სოროსმა და მთხოვა, არ ჩავრეულიყავით და საერთოდ თავი დამენებებინა აკაევისთვის, თუ არა დიდი სისხლისღვრა იქნებაო. გაირკვა, რომ აკაევთან ბიზნესს აკეთებდა, მე კი სოროსი შორს გავუშვი და მტკიცე უარი ვუთხარი.​ ყირგიზებმა ჩვენი მიბაძვით თავის რევოლუციას დაარქვეს ჟასმინის რევოლუცია, ლიბანელებმა მალევე თავის რევოლუციას დაარქვეს კედრის რევოლუცია, თუმცა ლიბანში ნამდვილად არ ჩავრეულვართ, მაგრამ ისინი ვარდების რევოლუციას ასახელებენ თავიანთი ინსპირაციის წყაროდ.

ამის შემდეგ გივის კიდევ უკავშირდება საკმაოდ სახალისო ისტორიები, მან გადაინაცვლა მინსკში და დაიწყო აქტივისტების დაორგანიზება. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა КГБ-მ ფარულად გადაიღო და რუსეთის ტელევიზიაში აჩვენეს. პუტინს ხელში ჰქონდა ამოსული გივის ვოიაჟები და პირდაპირ საჯაროდ თავს დაესხა თარგამაძეს (ერთადერთი ქართველი ჩემ გარდა ვისაც ეს პატივი ერგო) ხოდა გივიმ გამოასწრო მინსკიდან, მაგრამ მისი კონტაქტები ყველა დაიჭირეს. ხოდა თვითონ მას ბელორუსებმა 25 წელი დაუსწრებლად მიუსაჯეს.

ამის შემდეგ 2006 წელს მე ოფიციალური ვიზიტით მივდიოდი ლონდონში, ტონი ბლერის მიწვევით და გზად ვრჩებოდი მინსკში, რათა მონაწილეობა მიმეღო დსთ-ს მორიგ სამიტში. გივი თარგამაძემ მთხოვა, რომელიც პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ლონდონში წამეყვანა, მეც დავთანხმდი, ოღონდ ერთი პირობით, რომ მინსკში თვითმფრინავში დარჩებოდა და დაელოდებოდა ჩვენს სამიტიდან დაბრუნებას. ხოდა გზაში გივიმ ბევრი ვისკი დალია და ჩაეძინა. ჩავედით მინსკში, სადაც წითელი ხალიჩა და საპატიო ყარაული დაგვახვედრეს. ვიდრე მე პალტოს ვიცვამდი და ჩასასვლელად ვემზადებოდი, გამოძინებულმა გივიმ გამწია გვერდზე და ტრაპზე ჩავიდა. საპატიო ყარაულმა მას მხედრული სალამი აუღო. ესეც ჩვენთვის მომზადებული ესკორტის ერთ-ერთ მანქანაში ჩახტა და ყველაფერი ეს თვალის დახამხამებაში მოხდა, ისე რომ სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი.

ამის შემდეგ სამიტის შესვენების დროს, ალაფურშეტზე მე, ლუკაშენკო და პუტინი აღმოვჩნდით ერთად და ლუკაშენკო მეუბნება, „ის ასეთი და ისეთი გივი, ამ წუთებში მშვიდობის გამზირზე კონსპირაციულ ბინაში ხვდება ოპოზიციას, ხოდა მხოლოდ შენი პატივისცემით არ დავიჭერო – ოღონდ დღესვე უნდა წაიყვანო აქედან და აღარასდროს აღარ უნდა ჩამოვიდეს, თუ არა ციხეში რას დამართავენ ამაზე პასუხს არ ვაგებ“.

საბედნიეროდ, გივი უკან დაბრუნდა ჩვენს გაფრენამდე და იქიდან 1 წელიწადში, რუსეთზე მორიგ ჯერზე გაბრაზებულ ლუკაშენკოს ისე დაუმეგობრდა, რომ იმან მინსკში მიიწვია რამდენჯერმე

რაც შეეხება იგორ ივანოვს, რომელზეც ქოც ტროლები ძალიან აჟიტირდნენ, ის თბილისის და ბათუმის მოვლენების შემდეგ, პუტინმა ძალიან აითვალწუნა.

მე პირდაპირ მითხრა 2004 წლის ზაფხულში, ნოვო ოგორიოვში შეხვედრისას „ივანოვს მოსკოვში ვერავინ იტანს, მას შემდეგ რაც გატრეტილმა მთვრალმა ყველაფერი ჩააფლავა თბილისში და ბათუმში“. საცოდავი ცხონებული ივანოვი კი იფიცებოდა ინტერვიუებში, მე არაფერ შუაში ვარ, არც შევარდნაძის არც აბაშიძის გადადგომა მინდოდა, სულ სხვა მიზნით ჩავედიო, სულ სხვა შედეგის დადგომა მინდოდაო, მაგრამ ბათუმის შემდეგ, სულ მალე, გააბუნძულეს საგარეო მინისტრობიდან. მისი ბოლო კონტაქტი ჩემთან, რუსეთის საგარეო მინისტრის რანგში იყო ის, რომ დამირეკა და ოზურგეთში დაკავებული კანონიერი ქურდის „ჩაის“ გაშვება მთხოვა. ტროლებო, აი ასე იყო ეს ამბავი. დატრიალდით, გააფორმეთ თქვენებურად.

ხვალ აქციაზე აუცილებლად მიდით. დანარჩენს ორშაბათს მოგიყვებით ე.წ. სასამართლოზე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შს მინისტრი – საზღვარზე 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერის ჩამორთმევა და ამოღება მოხდა – ამ შინაარსის ბანერების გამოყენება რომ მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარიყო, პროცესები შეიძლება მართლაც უმართავი გამხდარიყო
  • ქმედება, რაც საზოგადოებამ იხილა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან, რაც კანონის შესაბამისობით განხორციელდა – დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარზე
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი ქმედებები ადეკვატურად აღკვეთა, ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა, აგენტურაა, რომელსაც ეროვნულობა არ გააჩნია – ზურაბ რურუა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge