ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მომხდარ ავარიას 35 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვენილები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
