Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფედერაცია სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებული ფეხბურთელი ქალის და ჩვენი კლუბის პირობით დისკვალიფიკაციას ითხოვს – ქსკ ლანჩხუთი

November 27, 2026
ფედერაცია სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებული ფეხბურთელი ქალის და ჩვენი კლუბის პირობით დისკვალიფიკაციას ითხოვს – ქსკ ლანჩხუთი

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ) კლუბსა და მოთამაშეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. კლუბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მიხედვით, სფფ სადისციპლინო კომიტეტისგან მოითხოვს პირობით დისკვალიფიკაციას და 24-თვიან საგამოცდო ვადას როგორც სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელისთვის, ისე თავად კლუბ “ლანჩხუთისა” და მისი მოთამაშეებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 წევრისთვის.

„ლანჩხუთის“ შეფასებით, ფედერაციის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. კლუბი მიუთითებს სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 88-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ჩემპიონატის მატჩის მიტოვებისა და გაგრძელებაზე უარის თქმისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ მატჩში წაგების ჩათვლა და ფინანსური ჯარიმა, ხოლო დისკვალიფიკაცია ან 24-თვიანი საგამოცდო ვადა ამ მუხლით განსაზღვრული არ არის.

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სადისციპლინო კომიტეტისგან სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელის მომდევნო სეზონის მატჩებში პირობით დისკვალიფიკაციას და 24-თვიან საგამოცდო ვადას ითხოვს.

იგივე სასჯელს, პირობით დისკვალიფიკაციას და 24 თვიან საგამოცდო ვადას ითხოვს ფედერაცია ჩვენი კლუბისა და ფეხბურთელებისთვის, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 წევრისთვის.

ამ მოთხოვნის მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, მისი სამართლებრივი საფუძველიც სერიოზულ კითხვებს აჩენს.

ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, ჩემპიონატის მატჩის მიტოვებისა და გაგრძელებაზე უარის თქმისთვის გათვალისწინებულია მატჩში წაგების ჩათვლა და ფინანსური ჯარიმა. აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს არც კლუბის და, მით უმეტეს, არც ფეხბურთელების დისკვალიფიკაციას და არც 24 თვიანი საგამოცდო ვადის დაწესებას.

მიუხედავად ამისა, ფედერაცია ცდილობს გამოიყენოს სრულიად სხვა დარღვევისთვის განკუთვნილი ნორმა და მოითხოვოს სანქცია, რომელსაც შესაბამისი მუხლი არ ითვალისწინებს.

როგორც ჩანს, ფედერაციისთვის ამ სამართლებრივ განსხვავებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ვციტირებთ ფედერაციის საჩივარს:
„ფედერაციისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ კონკრეტულად რომელი მუხლის საფუძველზე მოხდება პასუხისმგებლობის დაკისრება…“ საჩივარი სრულად იხილეთ კომენტარში.

კლუბი აღნიშნულ საჩივარს განიხილავს, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან კლუბსა და ფეხბურთელებზე ზეწოლის მცდელობას და გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ მექანიზმს მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ნაცვლად ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების, პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა, ფედერაციის ძალისხმევა მიმართულია იმ კლუბისა და ფეხბურთელების დასჯისკენ, რომლებიც სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობენ.

იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ფედერაცია თავისი ქმედებებით ფაქტობრივად იცავს დარღვევებთან დაკავშირებული კლუბის ინტერესებს, ხოლო იმ კლუბის მიმართ, რომელიც ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრობს, მკაცრი სადისციპლინო სანქციების გამოყენებას ცდილობს.

კომიტეტის სხდომა დღეს, 27 ნოემბერს არის ჩანიშნული. ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ გააგრძელებს საკუთარი ფეხბურთელების უფლებების დაცვას ყველა სამართლებრივი საშუალებით და არ დაუშვებს, რომ ძალადობის ფაქტებზე საჯაროდ საუბარი ფეხბურთელების დასჯისა და დაშინების საფუძვლად იქცეს!” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ადვოკატები პოლიციელებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ
  • ოპოზიციას უხარია, მაგრამ ვერ ამბობენ, კონკრეტულად რას ზეიმობენ.“ – რას წერს ანანიძე.
  • როგორ გამოიყურება ბათუმი არენა გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge