Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აუცილებელია ბავშვებს მივცეთ უსაფრთხო გარემო – შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია კახეთიდან დაიწყო

November 27, 2026
აუცილებელია ბავშვებს მივცეთ უსაფრთხო გარემო – შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია კახეთიდან დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია” კახეთიდან დაიწყო. პირველი ღონისძიება მოსწავლეებთან ლაგოდეხში გაიმართა, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი გავლენისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ სამინისტროს წარმომადგენლებმა და საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრებმა ისაუბრეს.

შეხვედრის მიზანი ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ანა ფაჩუაშვილმა ხაზი გაუსვა ერთიანი და მკაცრი პოზიციის აუცილებლობას, მოძალადეების მიმართ სიმკაცრესა და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

“აქ არიან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არიან ბავშვები, არიან სკოლის წარმომადგენლები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად კიდევ ერთხელ აჟღერებს იმას, რომ ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით აუცილებელია გვქონდეს ერთხმიანი, მკაცრი პოზიცია, ის, რომ მოძალადეების მიმართ ვართ მკაცრი და ბავშვებს აუცილებელია მივცეთ უსაფრთხო გარემო,” – განაცხადა ანა ფაჩუაშვილმა.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა კი აღნიშნა, რომ 2017 წელს მიღებული კანონით, ნაადრევი ქორწინება სრულად აკრძალულია, თუმცა კანონის აღსრულებასთან ერთად ცნობიერების ამაღლებაც გადამწყვეტია.

“საქართველომ 2017 წელს მიიღო კანონი ნაადრევ ქორწინებასთან სრულ აკრძალვასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კანონის აღსრულებასთან ერთად იყოს ცნობიერება გაზრდილი და ის, რომ ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს სწავლაზე ხელმისაწვდომობა, ჰქონდეს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება და ნაადრევი ქორწინება და დაძალებულად მისი ქორწინებაში შეყვანა, იქნება ეს ხელმოწერით თუ ხელმოწერის გარეშე, არის დაუშვებელი,” – აღნიშნა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • “ჩვენ რა ნაკლებ უბედურებას განვიცდით? და აზრზე, გონს მოვეგოთ და გამოვიდეთ 28-ში“ – ქეთათო ჩარკვიანი
  • აუცილებელია ბავშვებს მივცეთ უსაფრთხო გარემო – შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია კახეთიდან დაიწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge