1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, საქართველოში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ამასთანავე, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
“ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალს, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით:
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები
თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი);
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი);
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი);
ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი);
თბილისის შემოსავლელი – ზაჰესი-რუსთავი;
ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი);
ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი).
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები:
ბათუმი (ანგისა)-ახალციხე;
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი;
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი;
ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა;
