ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ევროპულ ღირებულებებს და ევროკავშირს, ეს ევროპარლამენტი და ევრობიუროკრატიაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სინამდვილეში, საქართველოსთან მოლაპარაკებები ექვსი თვით ადრე თავად ევროკავშირმა შეაჩერა, თან ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე.
„ესენი არიან აგენტურული ჯგუფები, რომელსაც ეროვნულ დონეზე არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და მხოლოდ გარე დავალებებზე, ხალხსა და მხარდაჭერაზე არიან დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ისინი ზნეს არც იცვლიან და ისევ უნდათ, საქართველო განადგურების პირას მიიყვანონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, მათი სახელები საზოგადოებისთვის ცნობილია და ამიტომ არიან ისინი უარყოფილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
