აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არს შეხვდა.
როგორც ზურაბ პატარაძე სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები – მისი განმარტებით, ელჩს მიეწოდა ინფორმაცია “ბეშიქთაშის” ქომაგების ქმედებების, პოლიციელების დაშავებისა და საზღვარზე აღმოჩენილი ბანერების შესახებ, რის საპასუხოდაც სამართალდამცველებმა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, პროპორციულად იმოქმედეს.
