Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ მატჩის საქართველოში “შემომთრევი” ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს” – ნიკა გვარამია ბათუმში მომხდარზე

November 27, 2026
“ამ მატჩის საქართველოში “შემომთრევი” ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს” – ნიკა გვარამია ბათუმში მომხდარზე

ნიკა გვარამია ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და მატჩის საქართველოში ჩატარების ორგანიზატორებს აკისრებს. მისი განცხადებით, მოსალოდნელი პროვოკაციების რისკები წინასწარ ცნობილი იყო, თუმცა სათანადო ზომები არ მიიღეს, რამაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი დააზიანა და თურქეთთან ურთიერთობებში დამატებითი დაძაბულობა შექმნა. გვარამია პასუხისმგებელი პირების გადადგომასაც მოითხოვს.

„ქართველების ფავორიტი თურქული სერიალების მსახიობის, მურატ ოზთურქის პოსტით დავიწყებ: სერიოზულად ლაპარაკობთ ქვეყანაზე, რომელშიც ქრთამით ყველაფერს იყიდი, რომელიც ცნობილია იაფფასიანი სექსის ტურიზმით, თავშესაფარს აძლევს კრიმინალურ ბოსებს და ფულის გათეთრებისა და იატაკქვეშა აზარტული თამაშების სამოთხედაა ქცეული?
აი, ესაა თურქეთის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. თურქეთის, რომლის ხელისუფლებაში უამრავი ძალიან მაღალი რანგის ლაზი და გურჯი თანამდებობის პირია და უამრავი ეთნიკურად ქართველი დედის გაზრდილი, სხვადასხვა დარგის ძალიან ცნობილი მოღვაწე.
ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ მუხლებზე დაყენებული ქვეყნის მიმართ შეიძლება ქონდეს გინდა თურქეთს, გინდა ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს (მარტო ირანის ელჩის განცხადებები რად ღირს). ქვეყნის მიმართ, რომელსაც პატივს არ სცემენ და რომლისგანაც ღირსების დაცვას არ ელიან.
ასეთ ქვეყნად აქცია საქართველო ივანიშვილმა.
რაც შეეხება გუშინდელ დღეს: ამ მატჩის საქართველოში “შემომთრევი” ყველა ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან და გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რასთან გვექნებოდა საქმე, რა მძიმე მოვლენები განვითარდებოდა და როგორ წახდებოდა ჩვენი იმიჯი მთელი მსოფლიოს თვალწინ. იცოდა და ფეხებზე დაიკიდა, იმიტომ რომ დიდი ფულის სუნი იგრძნო.
ბათუმი 82იც ყველასთვის ცნობილი იყო (ყველგან ასე შვრებიან თურქი გულშემატკივრები, უბრალოდ ქალაქების სახელებს ცვლიან);
ისრაელის ფაქტორის გამო მუსლიმური ქვეყნის Free Palestine პლაკატები რომ გაიშლებოდა და დამატებითი აგრესიის წყარო იქნებოდა, ისიც;
მარბიელი რომაა ბეშიქტაშის ფანკლუბი, ისიც;
ბათუმს რომ განსაკუთრებული მგრძნობელობა ექნებოდა ამ ყველაფრის მიმართ (ისტორიული მიზეზების გამო), ისიც. და ისიც კი არ ქნეს, რომ სხვა ქალაქი მაინც აერჩიათ და არა ბათუმი.
ფულის გამო ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდეს და შედეგად ის მოიტანეს, რომ თავისი უპასუხისმგებლობით და უუნარობით, და შემდეგ უკვე მშიშრობით და ცვედნობით ქვეყანა დაამცირეს;
ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყვეს;
უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) “აადუღეს” ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან.
საქართველო ივანიშვილის და მისი ბანდის გარეშე!“ – წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და ბათუმში წუხელ მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • (no title)
  • ვინმე თუ დაშორდა ევროპას, ევროპულ ღირებულებებს და ევროკავშირს, ეს ევროპარლამენტი და ევრობიუროკრატიაა – რატი იონათამიშვილი
  • სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი რაღაც უსახო კანტორასა თუ ბიუროს დაემსგავსა, რომლის გადაწყვეტილებებსაც არანაირი ფასი არ აქვს საერთაშორისო დონეზე – რატი იონათამიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge