Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისია ილონ მასკის „სფეის იქსს“, კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შესაქმნელად მილიონამდე თანამგზავრიანი სისტემის განთავსების ნებართვას აძლევს

November 27, 2026
აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისია ილონ მასკის „სფეის იქსს“, კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შესაქმნელად მილიონამდე თანამგზავრიანი სისტემის განთავსების ნებართვას აძლევს

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისია (FCC) ილონ მასკის კომპანია „სფეის იქსს“ კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შესაქმნელად მილიონამდე თანამგზავრისგან შემდგარი სისტემის განთავსების ნებართვას აძლევს, – ამის შესახებ უწყებაში განაცხადეს.

მიმდინარე წლის დასაწყისში „სფეის იქსმა“ დედამიწის ორბიტაზე მილიონამდე გამოთვლითი მოდულის განთავსების ნებართვის მისაღებად შესაბამის უწყებას მიმართა. მოდულები დიდი მოცულობის მონაცემების დასამუშავებლად იქნება განკუთვნილი, რომელთა გამოყენებაც დედამიწაზე იგეგმება.

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის განცხადებით, „სფეის იქსის“ პროექტს, სახელწოდებით Starmind თანხმობა მიეცა, რათა ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით რესურსებზე სწრაფად მზარდი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ლიცენზიის პირობების თანახმად, „სფეის იქსმა“ თანამგზავრების განთავსება არაუგვიანეს 2033 წლის ნოემბრისა უნდა დაიწყოს. 2035 წლის ნოემბრამდე კომპანიამ თანამგზავრების მაქსიმალური რაოდენობის 10%, ანუ 100 000 თანამგზავრი უნდა განათავსოს, ხოლო 2038 წლის ნოემბრამდე მთლიანი რაოდენობის 50%.

FCC-ის განცხადებით, განაცხადის დამტკიცება „სფეის იქსს“ საშუალებას მისცემს, დანერგოს ახალი ტექნოლოგია, რომელიც კოსმოსისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში აშშ-ის ლიდერობას განამტკიცებს.

„როიტერის“ ცნობით, მონაცემთა ცენტრები ხელოვნური ინტელექტის ფიზიკური ინფრასტრუქტურის საფუძველს წარმოადგენს და ელექტროენერგიის უზარმაზარ რაოდენობას მოითხოვს.

თავად „სფეის იქსში“ აცხადებენ, რომ მზის ენერგიის თითქმის უწყვეტად გამოყენება და ექსპლუატაციისა თუ ტექნიკური მომსახურების მინიმალური ხარჯები თანამგზავრებს საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გაზარდონ ხარჯებისა და ენერგიის გამოყენების ეფექტიანობა და შეამცირონ დედამიწაზე განთავსებული მონაცემთა ცენტრების გარემოზე ზემოქმედება. ჯერჯერობით უცნობია, რეალურად განათავსებს, თუ არა კომპანია კოსმოსში მილიონივე თანამგზავრს. ამჟამად დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 17 000 თანამგზავრია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სკანდალური მატჩი ბათუმში – თურქული მედია აქვეყნებს ფოტოს, სადაც კაცი წაქცეულ პოლიციელს სახეში მუშტს ურტყამს
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
  • ბიძინა ივანიშვილი ვერ ლაგდება ტრამპთან, რადგან ტრამპს სჭირდება არა იმდენად დემოკრატია, რამდენადაც სტაბილურობა და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში სტაბილურობას ვერ აღწევს – თამარ ჩერგოლეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge