Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უეფა არ იყო მატჩის ორგანიზატორი და მას არ ეკისრებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა – უეფა

November 27, 2026
უეფა არ იყო მატჩის ორგანიზატორი და მას არ ეკისრებოდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა – უეფა

ის ფაქტი, რომ უეფას ევროპა ლიგის მატჩი საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ საშინაო სტადიონზე არ გაიმართებოდა, უეფას თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აცნობა, მას შემდეგ, რაც თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოებისგან რეკომენდაციები და მითითებები მიიღო, – ამის შესახებ უეფას განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, იმავე შეტყობინებაში დაზუსტებული იყო, რომ შეთანხმებული ახალი სათამაშო ადგილი საქართველოში, ბათუმის სტადიონი იქნებოდა.

“როგორც სეზონის ყველა სხვა მატჩის შემთხვევაში, არც ეს შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი: უეფა არ იყო მატჩის ორგანიზატორი, შესაბამისად, მას არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა უსაფრთხოების საკითხებზე და არც მასზე კონტროლი ჰქონდა. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებითა და მათ მიერ, საკუთარი უფლებამოსილებისა და იურისდიქციის ფარგლებში განხორციელდა.

ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება, რამაც მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ სექტორში ჩაერია, რათა აღეკვეთა თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვთქვათ დაგვასანქცირეს – რა შეიცვლება ამით? – კახა კალაძე
  • აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისია ილონ მასკის „სფეის იქსს“, კოსმოსში მონაცემთა ცენტრების შესაქმნელად მილიონამდე თანამგზავრიანი სისტემის განთავსების ნებართვას აძლევს
  • საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების უმეტესობა გაათავისუფლეს – თურქული მედია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge