Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ შეწყდა დროებით ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი – უეფას განმარტება

November 27, 2026
რატომ შეწყდა დროებით ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი – უეფას განმარტება

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია დუმილს არღვევს და 26 ნოემბერს ბათუმში განვითარებულ სკანდალურ მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

უეფა პირდაპირ მიუთითებს, რომ თამაშის დროებით შეჩერების მიზეზი ტრიბუნებზე ვითარების უკიდურესი გამწვავება გახდა, რასაც წინ ადგილობრივი პოლიციის სექტორში შესვლა უძღოდა.

განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სამართალდამცველები ტრიბუნაზე თურქული კლუბის, „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის დაწყებული დაპირისპირების განსამუხტად შევიდნენ, თუმცა სიტუაცია სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა და პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის ღია კონფლიქტში გადაიზარდა.

უეფა მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ვერსიასაც ეხმიანება და აზუსტებს, რომ მოვლენების ესკალაცია სწორედ პოლიციის სექტორში შესვლას მოჰყვა.

„ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, უეფას ინფორმაციით, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში შევიდა, რათა თავად კლუბის გულშემატკივრებს შორის დაწყებული შეტაკებები შეეჩერებინა. ვითარების გამწვავებამ მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია“, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.

უეფა წერს, რომ, როგორც სეზონის სხვა შეხვედრების შემთხვევაში, ბათუმშიც მატჩის ორგანიზატორი თავად არ ყოფილა და სტადიონზე უსაფრთხოების ზომებს არ აკონტროლებდა.

„სტადიონზე ჩარევის შესახებ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისმა ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს და თავადვე განახორციელეს თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“, – აცხადებს უეფა.

რა მოხდა ბათუმში:

თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.
პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.
შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გითხარით, თვითნებურად დაკავებულები ვინ არიან, ყველა ვხვდებით და ბრიუსელის მაგივრად ნამდვილად ვერ გიპასუხებთ” – ირაკლი ფავლენიშვილი
  • “Wizz Air ქუთაისი–ბერლინის რეისი ჩემს და ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დიდ ფსიქოლოგიურ ტრავმას რომ დატოვებს”… – რას წერს მოქალაქე
  • რუსული მხარე ერთი მხრივ გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ – ეს ხომ არალოგიკურია – კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge