Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„იბერიამ“ ესპანური „ხეტაფე“ დაამარცხა და კონფერენსლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

November 27, 2026
„იბერიამ“ ესპანური „ხეტაფე“ დაამარცხა და კონფერენსლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

თბილისის „იბერიამ“ კონფერენსლიგის მეოთხე ტურში ესპანურ „ხეტაფეს“ უმასპინძლა, ლა ლიგის გუნდს ღირსეულად ეთამაშა, მეტოქე  1:0 დაამარცხა ტურნირზე პირველი 3 ქულის მოპოვება შეძლო.

საბა საზონოვი ესპანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი რეალური საგოლე შანსი სწორედ მისი წამოწყებული იერიშის შედეგად შეიქმნა, მაგრამ კარის წინ მდგარმა სატრიანომ ბურთი ვერ დაიმორჩილა და ცუდად დაარტყა.

„იბერიამ“ ესპანელების იერიშები შეაჩერა, 25-ე წუთზე კი სწრაფი კონტრეტევა განახორციელა – ნიკა სიხარულაშვილმა კარის წინ გიორგი ქობულაძე დატოვა, რომელსაც მეკარემ ჯერ აჯობა, მაგრამ დამატებაზე ქობულაძემ კარგად ითამაშა და „იბერია“ წინ გაიყვანა – 1:0.

47-ე წუთზე ამირან ძაგანია მეორე ბურთის გატანას შეეაცდა, მაგრამ „ხეტაფე“ მეკარე დავიდ სორიამ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.  57-ე წუთზე ბაქარ ქარდავას შეეძლო „იბერიას“ უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ახლოდან კარს ააცილა და მშვენიერი შანსი გაანიავა.

ლა ლიგის გუნდის მოთამაშეებს ნერვიულობა დაეტყოთ და უხეშობას უმატეს, რასაც 59-ე წუთზე ბელგიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ორელ მანგალას გაძევება მოჰყვა – მან ამირან ძაგანიას მწვავე კონტრშეტევა ჩაშალა.

დარჩენილ დროში ესპანელები დიდი ძალებით ცდილობდა შეტევების განხორციელებას, მაგრამ „იბერიის“ ფეხბურთელები კონტრშეტევებზე კარგად თამაშობდნენ და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლეს, საბოლოოდ მინიმალური ანგარიშით მოიგეს და ევროტურნირებზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ჩემპიონი კონფერენსლიგის შემდეგ შეხვედრას სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩაატარებს – მატჩი 10 დეკემბერს თბილისში გაიმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სიკეთით, სიყვარულითა და კეთილშობილებით სავსე ახალგაზრდა იყო”- ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა
  • „იბერიამ“ ესპანური „ხეტაფე“ დაამარცხა და კონფერენსლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
  • შუქი გაითიშება – იხილეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge