Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო”- რას ამბობს კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე

November 26, 2026
ჩვენ ვერ გავაფართოებთ ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს და ვერ გავანადგურებთ მწვანე სივრცეებს, რომ ავტომობილების მზარდ რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ – ესტაკადებითა და გზების გაფართოებით საცობების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ არასამთავრობოების სახელით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასა და რევოლუციურ სცენარებს აფინანსებდნენ, რაც მოქმედი ხელისუფლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო.

ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ იმ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) თანამშრომლობდნენ.

მისი განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლებამ ამ თემაზე საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცოდა, თუ რასთან ჰქონდა საქმე.

„რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენთვის ახალი არ არის. ჩვენ ამაზე რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ საუბარი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცოდა და არ ჰქონდა ინფორმაცია, რასთან გვქონდა საქმე – ვინ აორგანიზებდა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს, ვინ აორგანიზებდა ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას, ვინ აორგანიზებდა საზოგადოების პოლარიზებას. ამაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს რაღაც კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, თუმცა რეალურად, თანხის 95% მიდიოდა სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობაში. მათ ადგილზე ჰქონდათ შექმნილი ეს ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა ვრცელდებოდა ყველა იმ ქვეყანაზე, სადაც საკუთარი პოლიტიკური ხაზის გატარების სურვილი არსებობდა.

„მხოლოდ საქართველოში არ მოქმედებდნენ ამ პრინციპით. ზოგადად, ყველა იმ ქვეყანასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა ჰქონდათ, სადაც საკუთარი ინტერესის, პოლიტიკური ხაზის გატარების სურვილი ჰქონდათ, რათა თავიანთი ქვეყნის ინტერესები გაეტარებინათ სხვა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. როცა დასჭირდებოდათ, ამ ვითომ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ააყვირებდნენ და მზად იყვნენ, გადაედგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის, სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ იქნებოდა გადადგმული. გვაქვს ამის კონკრეტული მაგალითები. ეს ძალიან მძიმე კრიმინალია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების ფაქტიც გაიხსენა და გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„გავიხსენოთ თუნდაც 2020 წელი, როდესაც არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბეს. ვინ აფინანსებდა ამას? ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან? USAID იყო თუ არ იყო? ხომ გვახსოვს? პირდაპირ რევოლუციას და სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ამ ყველაფრის. ზუსტად ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ახლა ერთი კონკრეტული ორგანიზაციაა, რომელზეც აშშ-ის ახლანდელმა ადმინისტრაციამ გახსნა ფაილები და გამოამჟღავნა ყველაფერი – რამდენი იხარჯებოდა თანხა, რა იყო მისი ძირითადი მიზანი, რომ მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალებები. უამრავი ასეთი ორგანიზაციაა, ევროპული ორგანიზაციებიც, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ქვეყანაში ხალხის დაპირისპირებით, სახელმწიფო გადატრიალებით და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როცა თბილისში ჩატარდება შეხვედრები, “ქართული ოცნება“ მაშინ უფრო მეტს გამოივაჭრებს – გიორგი ბუტიკაშვილი
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება – კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ
  • იმ დილას ჩამოვედი საქართველოში და ამას აღვნიშნავდით, თავს არავის დავსხმივართ – ვერაზე გარდაცვლილი კაცის საქმეზე ბრალდებული

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge