Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ხარისხი, უკრაინის ომის თითქოს დაფინანსება და რიტორიკა, არის საბაბი – რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს, რა ურთიერთობა უნდა საქართველოსთან, ჩვენი გზა არის დიალოგი”- შალვა პაპუაშვილი ქართული ღვინის კომპანიების სანქცირებაზე

November 26, 2026
“ხარისხი, უკრაინის ომის თითქოს დაფინანსება და რიტორიკა, არის საბაბი – რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს, რა ურთიერთობა უნდა საქართველოსთან, ჩვენი გზა არის დიალოგი”- შალვა პაპუაშვილი ქართული ღვინის კომპანიების სანქცირებაზე

ჩვენი და მათ შორის რუსეთის საერთო ობიექტური ინტერესია, რომ ქართული ღვინო შედიოდეს რუსეთში, ამას საუბრობდა პრემიერ-მინისტრიც, რომ ეს მიდგომები თავად რუსეთის ფედერაციის ინტერესებში არ შედის. ამიტომაც გავოგნდით და გვიკვირს, როგორ შეიძლება ასეთი მარტივი საკითხი, რომელიც ამავე დროს თავად რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება და რომლის გადაწყვეტა თავად რუსეთი ფედერაციის ინტერესებშია, არ წყდებოდეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ზურაბაშვილის განცხადებას, რომ რუსეთი კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს.

პაპუაშვილის შეფასებით, რუსული მხარის პრეტენზიები ქართული ღვინის კომპანიების მიმართ არასამართლიანია.

„რაზეც ისაუბრა ქვეყნის წარმომადგენელმა, ხარისხი, უკრაინის ომის თითქოს დაფინანსება და რიტორიკა, არის საბაბი. რუსეთში დღეს ევროკავშირის ქვეყნებიდან შედის 7-ჯერ მეტი ღვინო და ალკოჰოლური სასმელი ვიდრე საქართველოდან. მათ შორის ლიეტუვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან და ა.შ. ბალტიის ქვეყნებიდან. თუ ვინმე აფინანსებს უკრაინის ომს, ესენია ქვეყნები რომლებიც პირდაპირ ანტაგონისტურად არიან განწყობილები, ლამის აცხადებენ, რომ ომში არიან ერთმანეთთან. თუ ვინმეს რიტორიკა აქვთ, მათ აქვთ, ესეც აჩვენებს რომ ეს არის საბაბი. ამიტომ ვამბობ, რომ ეს განცხადება სამართლიანი არ არის.

ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს დიალოგით, ეს არის ჩვენი პოლიტიკა და სამყაროც ყალიბდება მე მგონი, უკრაინასაც და მოლაპარაკებებს რომელიც ახლა დაიწყო და მიმდინარეობს, ვაკვირდებით, დიალოგი და მოლაპარაკებებია საბოლოო ჯამში ყველაფრის პასუხი და არა ქიშპი და დაპირისპირება. ამიტომ ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით ვთავაზობთ დიალოგს და რა თქმა უნდა ჩვენთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ღვინის ექსპორტის საკითხი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს თუ რა ურთიერთობა სურს საქართველოსთან.

მისივე შეფასებით რუსეთთან კარგი მეზობლური ურთიერთობისთვის „მხოლოდ ერთადერთი ბარიერი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა”. პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში, ისევე როგორც ბრიუსელთან და ევროკავშირთან თანმიმდევრული და გამჭვირვალე მიდგომა აქვს.

„რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს რა ურთიერთობა უნდა საქართველოსთან, ჩვენ ერთადერთ ბარიერი გვაქვს რუსეთთან კარგი მეზობლური ურთიერთობისთვის, ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, როგორც კი ეს ბარიერი მოიხსნება ჩვენ ქვეყნებს შორის, ურთიერთობისთვის ბარიერი არ იარსებებს. ასე რომ, ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, ეს დიალოგი გამოცდილების ფონზეც რა თქმა უნდა გაგრძელდება, უბრალოდ ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იყოს გამჭვირვალე.

ჩვენ ვართ თანმიმდევრული ყველასთან მიმართებაში, ევროკავშირთან და ბრიუსელთან მიმართებაში ჩვენ ვართ გამჭვირვალე, ჩვენ ხალხს ვეუბნებით თუ რასთან გვაქვს საქმე, რას ითხოვენ ჩვენგან და რას არ ვთანხმდებით.

ამიტომ ვეუბნებით ჩვენ ხალხს, რომ ევროკავშირი გვთხოვს, რომ მის მიერ დანიშნულმა ადამიანებმა უნდა დაგვინიშნონ აქ მოსამართლეები, ამას საჯაროდ ვამბობთ, რომ ხალხმა იცოდეს რასთან გვაქვს საქმე, აქაც მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ხალხმა უნდა იცოდეს რომ ღვინოსთან მიმართებით პრეტენზია არ არსებობს, რუსეთის ფედერაციას ის რომ აწუხებდეს, რომ რომელიღაცა ქვეყანა თუ კომპანია უკრაინას ეხმარება, ევროკავშირიდან ღვინის და ალკოჰოლის იმპორტი იქნებოდა 0, როცა არის 7 – ჯერ მეტი.

მოსკოვის საქმე არის იმ მხრივ [ქართული ბიზნესის პოზიცია] რომ მის ტერიტორიაზე უნდა შევიდეს პროდუქცია, ეს არის ფაქტი, აქედან გამომდინარე ეს იყო დიალოგის საკითხი, ჩვენ დავაყენეთ რაც ჩვენ გვაინტერესებდა და ამაზე მივიღეთ ეს პასუხი და იქვე ჩვენმა წარმომადგენელმა გასცა პასუხი, რომ ეს ყველაფერი არის უსაფუძვლო ბრალდება. მოლაპარაკება და დიალოგი არ არის მარტივი საქმე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ქართული კომპანიებისთვის დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების მოხსნის იმედი ჰქონდა, თუმცა ამის ნაცვლად გალუზინმა აცნობა, რომ კიდევ ორი კომპანიის დასანქცირებას აპირებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული”- გიორგი სოსიაშვილი
  • აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
  • “სტაფილოს ნამცხვარი იყო იდეალური… არის რაღაცები ისეთი, გარეთ რომ იყოს, ვიყიდდი დიდი სიამოვნებით”- გიორგი ოკმელაშვილი ციხის პირობებზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge