Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“როდესაც „იგლ ჰილსის“ პროექტში 254 ბინიდან მხოლოდ რვა ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება”- ირაკლი კობახიძე

November 26, 2026
“როდესაც „იგლ ჰილსის“ პროექტში 254 ბინიდან მხოლოდ რვა ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება”- ირაკლი კობახიძე

საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, ორი მლრდ. ლარის მოცულობის, ეკონომიკური სარგებელი არის ამაზე რამდენჯერმე მეტი, 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ასეთ დროს მაინც ახერხებენ საუბარს არაბიზაციაზე.

„ჩვენ ხშირად გვისაუბრია ეკონომიკურ სარგებელსა და ასევე, საბიუჯეტო სარგებელზე, რომელსაც მიიღებს ამ პროექტით ჩვენი ქვეყანა. პირდაპირ საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, ორი მლრდ. ლარის მოცულობის, ეკონომიკური სარგებელი არის ამაზე რამდენჯერმე მეტი, სარგებელი არის ძალიან დიდი. რაც შეეხება კამპანიას, იცით, რომ კვლავაც წარმოებს ე.წ. არაბიზაციის კამპანია. გახსოვთ, ამ თემაზე დებატებიც გაიმართა, მოსულები იყვნენ ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, კონკრეტული რადიკალური ძალებიდან და სიტყვა – არაბიზაცია, ამ პროექტთან მიმართებით ვერც ერთხელ ვერ ახსენეს, ვერ გაბედეს ვერც ერთხელ. ორჯერ ახსენეს სიტყვა – არაბიზაცია და ორივე სხვა საკითხთან მიმართებით. არც ერთხელ სიტყვა – არაბიზაცია, რაზეც კამპანია ჰქონდათ აგებული, არ უხსენებიათ ამ პროექტთან მიმართებით, რატომ – იმიტომ რომ ძალიან ნათელია, რომ არაფერ შუაშია „იგლ ჰილსის“ პროექტთან არაბიზაცია, ძალიან მარტივად სტატისტიკა დაიდო, 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება. ასეთ დროს, როდესაც მაინც ახერხებენ საუბარს არაბიზაციაზე ეს ხომ სამარცხვინოა, უკადრებელია, ეს არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას და პირველ რიგში, საკუთარ თავს, სამარცხვინოა. 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები და არაბიზაციაზე რომ საუბრობენ, ეს არის სრულიად სამარცხვინო მოვლენა. კაცურიც არ არის ეს ყველაფერი, არაფერი ახსნა არ აქვს, როცა ცრუპენტელობ საზოგადოების წინაშე,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა” – რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა
  • ორად ორ ქვეყანას, საქართველოს და უკრაინას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბარიერი – ირაკლი კობახიძე
  • “ძალიან დიდი მასაა” – ახალი კადრები ლაილაშიდან, სადაც მეწყრული პროცესი განვითარდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge