ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ქვეყანაში არაბიზაციის საფრთხე არ არსებობს – მთავარობის მეთაურმა დღეს ტელეკამერების წინ “ცრუპენტელები” უწოდა მათ, ვინც “არაბიზაციაზე” საუბრობს.
“ამის თქმა სამარცხვინო და უკადრებელია… კაცურიც არ არის ეს ყველაფერი…” – განაცხადა კობახიძემ დასმული კითხვის საპასუხოდ.
არაბიზაცია “იგლ ჰილსის” პროექტთან არაფერ შუაში არ არის. ძალიან მარტივად, სტატისტიკა დაიდო, 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავიტარი არაბიზაცია არ ხდება. ასეთ დროს რომ მაინც ახერხებენ საუბარს არაბიზაციაზე, ეს ხომ სამარცხვინო და უკადრებელია. ეს ხომ არ უნდა აკადრო პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას და საკუთარ თავს. კაცურიც არ არის ეს ყვეალფერი, არავითარი ახსნა ამას არ აქვს, როცა ცრუპენტელობ საზოგადოებსი წინაშე”, – ამბობს კობახიძე.
