Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება – გრიგოლ გეგელია

November 26, 2026
საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება – გრიგოლ გეგელია

საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება, – ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ზახაროვას, ზატულინისა და შოიგუს შემდეგ, ამ რეჟიმს დღეს უკვე აქებს სერგეი ლავროვიც, რომელიც ღიად გამოთქვამს პირდაპირი დიალოგის სურვილს.

„ქართულმა ოცნებამ“ თავად გადაულოცა შანტაჟის ეს ბერკეტები რუსეთს, – აცხადებს გეგელია.

სულ უფრო აშკარაა, რომ საქართველოს მოღალატე ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გახსნა იქნება. ზახაროვას, ზატულინისა და შოიგუს შემდეგ, ამ რეჟიმს დღეს უკვე აქებს სერგეი ლავროვიც, რომელიც ღიად გამოთქვამს პირდაპირი დიალოგის სურვილს. პარალელურად, კობახიძის ემისარი ხვდება გალუზინს, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს ოკუპაციის კანონი. რა სურს ლავროვს? კადრი, რომელშიც დასავლეთთან დაპირისპირებული საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთის გარეშე, პირისპირ ჯდება მოსალაპარაკებლად ოკუპანტ რუსეთთან — ქვეყანასთან, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან არცერთ საკითხზე, მათ შორის არც დეოკუპაციაზე, მოლაპარაკებას არ აპირებს. დასავლეთის გარეშე რუსეთთან პირისპირ დარჩენილი საქართველო სუსტი და მოწყვლადია. სწორედ ესაა კრემლისა და „ქართული ოცნების“ საერთო მიზანი. ამითვე აიხსნება ოფიციალური
წარმომადგენლის ჩასვლა მინსკში — რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს დედაქალაქში. პრაღის ჩანაცვლება მინსკით, არაფორმალური ფორმატის გაფორმალურება, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების დაანონსება და ლავროვ-ბოჭორიშვილის რევერანსები ადასტურებს, რომ რეჟიმი კაპიტულაციის ახალ ფაზას ამზადებს. იხსნება მედიატორის გარეშე ე.წ. მოლაპარაკებები მაშინ, როცა რუსეთს დეოკუპაციის იოტისოდენა სურვილიც არ გამოუთქვამს. პირიქით, მოსკოვმა პროაქტიულად აამუშავა ოკუპაციის კანონი,
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტად პირველად დასვა საკუთარი მოქალაქე და შემოაბრუნა ნეიტრალიტეტისა და კონფედერაციის პირობებში ტერიტორიული მთლიანობის ვითომდა აღდგენის იდეა. საქართველოს მოქალაქეებო, სწორედ ესაა სახელმწიფოს საბოლოო ღალატისა და დასამარების სცენარი და ერთადერთი კაპიტულანტური შეთავაზება, რაც რუსეთს ჩვენს მიმართ აქვს. მაშ, რატომ შეიძლება რომელიმე ჭკუასუსტმა გადაწყვიტოს რუსეთთან პირისპირ დაჯდომა — მინსკში ან მოსკოვში — რეგიონულ უსაფრთხოებასა თუ ეროვნულ ინტერესზე სასაუბროდ? ძაღლის თავი სწორედ აქ მარხია. წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ანტიევროპულმა პოლიტიკამ მკვეთრად გაზარდა ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე. დღეს სახელმწიფოც და რეჟიმიც რუსული შანტაჟის პირდაპირი მსხვერპლია. ამას უკვე კობახიძის ემისარიც აღიარებს, რომელიც თურმე გაოგნებულია — თუმცა, უფრო გამაოგნებელი ისაა, რომ ის რუსეთისგან ეკონომიკურ შანტაჟს არ ელოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ თავად გადაულოცა შანტაჟის ეს ბერკეტები რუსეთს:

● ღვინის 60%-ზე მეტი რუსეთში გადის;
● იმპორტირებული ხორბლის თითქმის 92%, ფქვილის 98.5% და მზესუმზირის ზეთის 70%-ზე მეტი რუსეთიდან შემოვიდა;
● რუსული ბუნებრივი გაზის მოცულობა 2.2-ჯერ გაიზარდა, მისმა წილმა კი გაზმომარაგებაში 27.9%-ს მიაღწია;
● 2026 წლის პირველ ნახევარში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 40.5% რუსეთზე მოდიოდა.
დღეს საქართველო ამ დამოკიდებულების უმძიმეს ფასს იხდის. ამავე დროს, გვმართავს სუსტი, მოღალატეობრივი რეჟიმი, რომელიც დაუპირისპირდა ყველა პარტნიორს და ახლა გეგმავს რუსეთთან პირისპირ დაჯდეს შანტაჟითა და ძალმომრეობით განმსჭვალულ ე.წ. მოლაპარაკებებში, რასაც ქვეყნისთვის უმძიმესი ფასი ექნება, – განაცხადა გეგელიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კაცურიც არ არის ეს ყველაფერი…” – კობახიძე არაბიზაციის საფრთხეზე დასმულ კითხვას პასუხობს
  • 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ცესკო – ირაკლი კობახიძე
  • ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ გალუზინისა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge