ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ UFC-ში 2025 წელს შესრულებული საუკეთესო ნოკაუტისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო. თოფურიამ აღნიშნული ჯილდო ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ მოპოვებული ეფექტური გამარჯვებისთვის დაიმსახურა.
2025 წლის 28 ივნისს, ლას ვეგასში გამართულ UFC 317-ზე ქართველმა მებრძოლმა ოლივეირა პირველივე რაუნდის მეორე წუთის შემდეგ ნოკაუტით დაამარცხა, მსუბუქი დივიზიონის (70 კგ) საჩემპიონო ქამარს დაეუფლა და ორგანიზაციის ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
