მას შემდეგ რაც ფონიჭალაში ადგილობრივებმა გამგეობა უყურადღებობაში დადანაშაულეს, გამგებელი მის მოადგილესთან ერთად იმ ადგილას მივიდა, სადაც აფეთქების შემდეგად ორი სადარბაზო ჩამოინგრა.
გამგებელმა მოსახლეობას მიუტანა დასკვნა და ხალხს უმტკიცებდა, რომ დანარჩენი 4 სადარბაზო საცხოვრებლად უსაფრთხოა.
მერიის წარმომადგენლების გამოჩენას ქვემო ფონიჭალაში ხმაური მოჰყვა.
დასკვნის სანდოობაში ხალხს ეჭვი ეპარება, რადგან ადგილობრივების თქმით, მათ სახლებში არავინ შესულა და არავის შეუმოწმებია.
ხალხი მათი საცხოვრისის ახალი ბინებით ჩანაცვლებას ითხოვს.
“აი ამ დასკვნის მერე რომ დაინგრეს კორპუსი, პასუხის ვინ აგებს? ესე რომ ჩამონგრეულიყო, შეუშვებდით-თქვენს ცოლ-შვილს. პადვალი არის წყლით სავსე და არავინ შესულა, წამობრძანდით” – უთხრეს ადგილობრუივებმა გამგებელს.
